მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული წვენების ექსპორტი იზრდება

60d8e4ee53173
ლიკა გურაბანიძე
28.06.21 10:00
1254
ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი 2020 წელს 2019-თან შედარებით 44%-ით გაიზარდა. კერძოდ 2020 წელს ექსპორტმა 10.4 მილიონი დოლარი, ხოლო 2019 წელს 7.2 მილიონი დოლარი შეადგინა.

2020 წელს ხილისა და ბოსტნეულის წვენების საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალი ასე გამოიყურება: გერმანია, ამერიკა, რუსეთი, ავსტრალია და იაპონია.

საექსპორტო მაჩვენებლების ზრდაც ადასტურებს იმას, რომ სხვა ბიზნესებთან შედარებით წვენის მწარმოებელი კომპანიებისთვის 2020 წელი არც ისე რთული აღმოჩნდა. თუმცა, ბიზნეს გეგმების გადაწყობა მათთანაც საჭირო გახდა. გასულ წელს არ უჩივიან, თუმცა მომავალი წლის მოლოდინი გაცილებით იმედიანი და შემოსავლების ზრდაზე ორიენტირებულია.

რაც შეეხება ქვეყანაში ამ სფეროში მოქმედი კომპანიების შემოსავლებს, ქართული მწარმოებლებიდან, ბრენდ „კულას“ შემოსავალმა 2019 წელს 10,439,000 ლარი შეადგინა.