16.მაისი .2021 18:20

ქართული წვენი "ალალი" საექსპორტო ბაზრებს აფართოებს

ქართული წვენი "ალალი" საექსპორტო ბაზრებს აფართოებს
views 463
უკან

აშშ, კანადა, უკრაინა - ეს ის ქვეყნებია, სადაც ქართული ნატურალური წვენი "ალალი" უკვე იყიდება, თუმცა არის ბაზრები, სადაც
ქართული წვენების სატესტო პარტია გავიდა და პროდუქცია უახლოეს მომავალში ყაზახეთსა და ერაყშიც გაიყიდება. ამის შესახებ BMG-სთან კომპანიის დამფუძნებელმა გოჩა ღვინეფაძემ განაცხადა. 

"ჩვენი პროდუქცია უკვე გადის აშშ-ში, კანადასა და უკრაინაში. გარდა ამისა, გავაფორმეთ შეთანხმება და წვენების პირველი
პარტია უკვე ჩავიდა ყაზახეთსა და ერაყში. ასევე, ახლა გაერთიანებულ ემირატებთან ვაწერთ ხელს ხელშეკრულებას, ჩვენი პარტნიორები აქ არიან და მალე "ალალი" ექსპორტზე ემირატებშიც გავა", - განაცხადა bm.ge-თან "ალალის" დამფუძნებელმა გოჩა ღვინეფაძემ და დასძინა, რომ პანდემიამ კომპანიას საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეუქმნა. "ქვეყნებს შორის მიმოსვლის შეზღუდვამ პრობლემები შექმნა პარტნიორებთან ახალი მოლაპარაკებების პროცესში, იყო ტრანსპორტირების პრობლემები და ა.შ.", - ამბობს ბიზნესმენი. 

რაც შეეხება წარმოების წლიურ გეგმას, ბიზნესმენი კონკრეტულ რიცხვს არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ წარმოებული პროდუქციის 20% ქართულ ბაზარზე გაიყიდება, ხოლო დანარჩენი ექსპორტზე გავა. "მოთხოვნა არის ყველა სახის ქართულ წვენზე, მთავარია, ნატურალური იყოს", - დასძინა მან. 

ქართული ნატურალური ხილის წვენების მწარმოებელი კომპანია „აჩინებულის“ საწარმო თელავში მდებარეობს. ის „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა და 2019 წლის ზაფხულიდან ამოქმედდა. საწარმოში ჯამში 2,8 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა