მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართული ხიზილალა" შავი ხიზილალის წარმოების დაწყებას გეგმავს

5e25bb2e9e206
ვიქტორია მღებრიშვილი
20.01.20 20:00
3325
კომპანია „ქართული ხიზილალა“ გაზაფხულისთვის ზუთხის 100 კგ-მდე შავი ხიზილალის წარმოებას გეგმავს, - ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის თანადამფუძნებელმა ალექსანდრე დადიანიძემ განუცხადა.

მისი თქმით, კომპანიის მიერ წარმოებული ხიზილალა ბაზარზე 2011 წლიდან იყიდება, მაგრამ გაზაფხულიდან  ზუთხის შავი ხიზილალის წარმოებასაც გეგმავენ.

"ამ მოსავალს 10 წელია რაც ველოდებით; საკმაოდ შრომატევადია შავი ხიზილალის გამოყვანა და დიდ ინვესტიციებთან არის დაკავშირებული, თუმცა ვფიქრობთ, რომ ამ გაზაფხულზე, დასაწყისისთვის 100 კგ-მდე შავ ხიზილალას მივიღებთ“, - განაცხადა „ქართული ხიზილალის“ თანადამფუძნებელმა.

შეგახსნებთ, რომ კომპანია „ქართული ხიზილალას“ გორის რაიონში ორ თევზსაშენს 17 წელია, რაც მართავს. კომპანია წლიურად 2 ტონამდე ხიზილალას აწარმოებს. დამფუძნებლებმა წლების განმავლობაში, ჯამში, 3.8 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელეს. კომპანიაში 60 ადამიანია დასაქმებული.