მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ხიზილალის მწარმოებელი სავაჭრო ქსელებში შესვლასა და ექსპორტს გეგმავს

5e655ffc97743
ანი ციხისთავი
09.03.20 00:49
2509
ქართული ხიზილალის მწარმოებელი პროდუქტის შეტანას ქსელურ მაღაზიებში გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-სთან ხიზილალის მწარმოებელმა კახაბერ აბაზაშვილმა ისაუბრა: “ამ ეტაპზე აღიარებას ველოდებით, ეტიკეტის გარეშე ვერც ქსელურ მაღაზიებში შევიტანთ პროდუქციას და ვერც ექსპორტზე გავიტანთ. იმედი გვაქვს, ეს პროცესი უახლოეს მომავალში დასრულდება”.

კახაბერ აბაზაშვილის თქმით, კომპანია ექსპორტსაც გეგმავს. “ჩვენთან ბევრად უფრო იაფი ჯდება წარმოება, ვიდრე - სხვა ქვეყნებში. უცხოეთთან შედარებით ვინარჩუნებთ დაახლოებით $25-ით უფრო დაბალ ფასს, ამიტომ ექსპორტი ნებისმიერ შემთხვევაში მომგებიანი იქნება”,- აღნიშნავს მწარმოებელი.

კახაბერ აბაზაშვილის თქმით, გორის რაიონის სოფელ კარალეთში მდებარე საწარმოში, რომელსაც “აწარმოე საქართველოში” წარმოების 50%-ს უფინანსებს, უკვე 4 წელია ხიზილალას ადგილობრივი თევზისგან აწარმოებენ. ხიზილალის წარმოება კალმახისგან დაიწყეს და დღეს უკვე ორაგულისგანაც ამზადებენ. მწარმოებლის თქმით, დღეს ორაგულის ხიზილალაზე კალმახთან შედარებით გაცილებით უფრო დიდი მოთხოვნაა. “ვცადეთ სიომგასგან წარმოებაც, ეს სამეფო ჯიშის ორაგულია და მაღალი ხარისხის ხიზილალა გამოდის. როდესაც მისი საბაზრო ფასი 1კგ-ზე 240 ლარი იყო, ჩვენ 180-ად ვყიდდით, თუმცა მომხმარებლისთვის ეს ფასიც ძვირი აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ფასის გამო კარგზე უარი თქვეს და მოთხოვნა ძალიან მცირე იყო.

ამ ეტაპზე კალმახისა და ორაგულისგან დამზადებული ხიზილალას ფასი 1კგ. 120 ლარია, რაც, მწარმოებლის თქმით, ძალიან დაბალი ფასია.

კახაბერ აბაზაშვილის თქმითვე, სეზონზე მინიმუმ 3 ტონა ხიზილალა იყიდება.

ხიზილალას საწარმოში რეგულარულად 2-3 ადამიანია დასაქმებული, თუმცა პერიოდულად, საქმიდან გამომდინარე, საწარმო 6-7 ადამიანს ასაქმებს ხოლმე. 

ვაპირებთ სახელმწიფოს მივმართოთ გაფართოებაში დახმარების თხოვნით. ჯერ კონკრეტულად არ დაგვითვლია ზუსტად რა დაგვჭირდება, თუმცა საუბარია დაახლოებით 150 ათას ლარამდე თანხაზე”,- აცხადებს კახაბერ აბაზაშვილი.