მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ყავის კომპანიის "მეამას" შენობამ მსოფლიო არქიტექტურის კონკურსში გაიმარჯვა

5f2d41f2f2b9c
BM.GE
07.08.20 15:57
1705
ქართული ყავის კომპანიის "მეამას" შენობამ მსოფლიო არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ კონკურსში გაიმარჯვა.

მეამა-ს სათაო ოფისის შენობა, რომლის არქიტექტურა და დიზაინი გიორგი ხმალაძეს ეკუთვნის, Architizer A+Awards-ის სამი ნომინაციის გამარჯვებული გახდა: ინტერიერის დიზაინი, დაბალსართულიანი სამუშაო სივრცე და არქიტექტურა და ბეტონი.
ქართული კომპანიის შენობის კონკურენტები იყვნენ ისეთი ცნობილი კომპანიების სამუშაო სივრცეები, როგორიცაა: Jaguar, TikTok, Warner Music Group, John F.Kennedy Center for the Performinf Arts და სხვა.

ყავის მწარმოებელი კომპანია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების ფარგლებში ამოქმედდა და უნიკალური შენობა ქართულმა კომპანიამ „უნიქს დეველოპმენტმა“ ააშენა.