მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ყველი დუბაისა და აშშ-ში ექსპორტზე გავიდა

5dbeda55208cb
ანუკა ჯოხაძე
04.11.19 09:00
2001
კომპანია „ცივის ყველმა“ პროდუქცია ექსპორტზე დუბაისა და აშშ-ში გააგზავნა. როგორც კომპანიის დირექტორი გიორგი ღაღაშვილი ამბობს, დღეს ქართულ ბაზარზე რძის დეფიციტია. შესაბამისად, ამ ორ ქვეყანაში ყველის მცირე პარტია გაიგზავნა.

ღაღაშვილის განმარტებით, ქართულ ყველზე მოთხოვნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მაღალია.

"ზოგადად, რძე ძალიან მცირე რაოდენობითაა ქართულ ბაზარზე და გვიჭირს რძის მოპოვება, იქიდან გამომდინარე, რომ ფიზიკურად არ არის მსხვილფეხა საქონელი. დიდი რაოდენობით, სამწუხაროდ, ვერ გაგვაქვს პროდუქცია, მაგრამ გავიდა დუბაიში, გავიდა აშშ-ში მცირე რაოდენობით და გვინდა, გავზარდოთ მოცულობა, რათა ევროკავშირის ქვეყნებშიც შევძლოთ პროდუქციის გატანა“, - ამბობს კომპანია “ცივის ყველის” დირექტორი გიორგი ღაღაშვილი.