მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქართული ზეთისხილის“ ზეითუნის ზეთი "კარფურის" საერთაშორისო ქსელში გაიყიდება

61962bdbd0df5
მარიამ იზორია
21.11.21 10:20
1788
კომპანია „ქართული ზეთისხილი“ „კარფურის“ საერთაშორისო ქსელთან ხელშეკრულებას აფორმებს და მალე ქართული ზეითუნის ზეთი „კარფურის“ პრემიუმხაზში გაიყიდება.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა გიორგი სვანიძემ bm.ge-ს განუცხადა, „კარფურის“ საერთაშორისო ქსელმა პროდუქტს პრემიუმკლასი ზეთისხილის მაღალი ხარისხის გამო მიანიჭა.

„კარფურმა ჩვენი ზეთისხილის პროდუქტს პრემიუმკლასი მიანიჭა; ახლა „კარფურის“ საერთაშორისო ქსელთან ხელშეკრულებას ვაფორმებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ „ქართული ზეთისხილის“ ზეითუნის ზეთი საერთაშორისო ქსელის პრემიუმხაზში იქნება წარმოდგენილი. ვფიქრობ, მომდევნო 5-10 წელიწადში საქართველო ზეთისხილის ხარისხით მოწინავე ადგილზე იქნება და ქართული ზეითუნის ზეთი სიცილურ, ბერძნულ, ანდალუზიის უმაღლესი ხარისხის ზეთებს გაუტოლდება“, - აცხადებს გიორგი სვანიძე.

ინფორმაციისთვის: „ქართული ზეთისხილი“ ბაზარზე 5 წელია, რაც ოპერირებს; კომპანია 200 ტონა ნედლეულს გადაამუშავებს და ზეთის გარდა, საპონს, დაკონსერვებულ რამდენიმე სახეობის ზეთის ხილსა და სხვა პროდუქტებს აწარმოებს.