მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#ქართულიბიზნესისშუაგულში - TV პირველი ბიზნესის მხარდასაჭერად

5e8da7f766f4d
BM.GE
06.04.20 16:50
407
„ტელეკომპანია პირველმა“ ქართული ბიზნესის მხარდასაჭერი კამპანია წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც არხი კომპანიებს საეთერო დროს უთმობს.

კორონავირუსის გლობალური გამოწვევის ფონზე, ძალიან ბევრ ქართულ კომპანიას ახალ რეალობაზე გადაწყობა მოუწია, ბევრს კი - საქმიანობის დროებით შეჩერება.გვსურს, ამ ბიზნესებს გვერდში დავუდგეთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ მათ დახმარებაში.

მაშინ როდესაც ტელეეკრანეებისკენ მაყურებლების კიდევ უფრო მეტი ყურადღებაა მიმართული, ჩვენ ვუთმობთ ეთერს ყველას, ვინც ამ რთულ დღეებში საკუთარი საქმის გადასარჩენად იბრძვის და გამოსავალს ეძებს. ჩვენ მივცემთ კომპანიებს საშუალებას ესაუბრონ ხალხს მათი ბიზნესის შესახებ და შეახსენონ საზოგადოებას, რომ ისინი ისევ არსებობენ.

„მსხვილი ბიზნესი ფულს რიცხავს ფონდში, საშუალო ბიზნესი ცდილობს გაუძლოს, წვრილ ბიზნესს კი ძალიან, ძალიან სჭირდება თანადგომა. გამოსავალი ერთად უნდა მოვძებნოთ. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ამ ადამიანებს, დავუთმოთ ეთერი და ერთად ვიპოვოთ მათი პრობლემების გადაჭრის გზები“ - აცხადებს ტვ პირველის ფმლობელი, ვახტანგ წერეთელი.

კომპანია, რომელსაც მონაწილეობის სურვილი ექნება, შეუძლია დაგვიკავშირდეს, მოგვიყვეს მისი ბიზნესის ისტორია, გაგვიზიაროს რა გამოწვევების წინაშე დადგა პანდემიის მიზეზით, დაკავშირებისთანავე ჩვენი სარეკლამო გუნდი დაამუშავებს მიღებულ ინფორმაციას და შესთავაზებს მის მიზნებზე მოგრბელურ ინდივდუალურ პირობას.

პროექტის ფარგლებში ტვ პირველი მზადაა სარეკლამო დროსთან ერთად, კომპანიებს დაეხმაროს სარეკლამო მასალის მომზადებაშიც და ასევე, მისცეს ბიზნესებს საშუალება გამოიყენონ ბიზნესს და შუადღის გადაცემებში ინტეგრაციები.

მოვუწოდებთ, ბიზნესის სექტერს დაგვიკავშრდნენ და აუცილებლად ერთად მოვძებნით მათთვის ეფექტურ გამოსავალს. დღეს ერთი კომპანიაც კი მნიშვნელოვანია, რომ არ შევჩერდეთ.