26.აპრილი .2021 14:38

ქართულმა ბანკებმა პირველ კვარტალში 412 მილიონის მოგება მიიღეს

ქართულმა ბანკებმა პირველ კვარტალში 412 მილიონის მოგება მიიღეს
views 419
უკან

2021 წლის იანვარ-მარტში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მოგება 412 მილიონი ლარი იყო - ამის შესახებ ბანკების მიერ სებ-ისთვის წარდგენილი მონაცემებიდან ირკვევა. მათ შორის მარტის მოგება 166.3 მილიონი ლარი, თებერვლის მოგება 132.1 მილიონი ლარი, იანვრის მოგება კი 113.4 მილიონი ლარი იყო.

2020 წელთან შედარებით ბანკების მოგებიანობა რადიკალურად არის გაუმჯობესებული, რადგანაც 2020 წლის პირველ კვარტალში ბანკებს მოგების ნაცვლად 747 მილიონი ლარის ზარალი ჰქონდათ, რაც მათ მიერ სესხების შესაძლო დანაკარგებში 1.1 მილიარდი ლარის დარეზერვებამ განაპირობა. 

მიმდინარე წელს კი ბანკების საოპერაციო მაჩვენებლები გაუმჯობესებულია. მთლიანობაში ბანკების საპროცენტო შემოსავალი პირველი კვარტლის განმავლობაში 1.1 მილიარდი ლარი იყო. აქედან სესხების საპროცენტო შემოსავლები 962 მილიონი ლარი იყო. 

რაც შეეხება ბანკების სხვა შემოსავლებს, ფინანსური ანგარიშის თანახმად, მათი მთლიანი არასაპროცენტო შემოსავლები 243.4 მილიონი ლარი იყო.

2021 წლის იანვარ-მარტში ბანკებმა მომხმარებლების დეპოზიტებზე და სხვა ვალდებულებების მომსახურებაზე 564 მილიონი ლარი დახარჯეს. არასაპროცენტო ხარჯების მოცულობა კი 345 მილიონი ლარი იყო. შედეგად, ბანკების წმინდა მოგებამ 2021 წლის პირველ კვარტალში 412 მილიონი ლარი შეადგინა.