მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულმა ბრენდმა KAVEULI-მ ახალი სუნამო შექმნა

61dd6aab3f160
მარიამ იზორია
11.01.22 23:40
2696
სამკაულებისა და არტიზანული სუნამოს მწარმოებელმა ქართულმა კომპანია KAVEULI-მ ახალი, რიგით მეორე სუნამო “ვენერა” შექმნა.

KAVEULI-ს დამფუძნებელი თამარა ქაფიანიძე bm.ge-სთან აცხადებს, რომ “ვენერას” არომატი ორივე სქესისთვის არის გათვლილი, რადგან მოტკბო ქალურ ნოტებს მასკულინური, თამბაქოსა და მწარე ყავის ნოტები ანეიტრალებს.

“ამ სუნამოს ისტორია მაშინ დაიწყო, როდესაც სანდრო გუნიას ნამუშევარი “ვენერა” სახლში მოვიტანე. იმდენად მოვიხიბლე მისი ემოციით, ხალისიანი განწყობით, არსებული მომენტის ტკბობის უნარით, რომ ამ ემოციის არომატში გადმოტანა გადავწყვიტე. გარდა ამისა, მინდოდა ფართო აუდიტორიისთვის სანდრო გუნიას ნამუშევარიც გამეზიარებინა, ამიტომ ის სუნამოს ყუთზე გადმოვიტანე.

"ვენერას" მაცდური არომატი აქვს. მისი შეგრძნება ქალური ნოტებით იწყება, ალუბლის ყვავილისა და მიხაკის სურნელს სწრაფად ენაცვლება თამბაქოს, არყის ხის, თივის, ბაზილიკის მასკულინური ტონები, შესაბამისად “ვენერას” სქესი არ აქვს, ის ყველა იმ ადამიანისთვის არის განკუთვნილი, რომელიც მომენტით ცხოვრობს”,  - აღნიშნავს თამარა ქაფიანიძე.

ინფორმაციისთვის, “ვენერა” Aromateque-ში, Sauvage-სა და Ieri Store-ში იყიდება. რაც შეეხება ფასს, 100 მილიგრამიანი შეფუთვის ფასი 880 ლარი, ხოლო 50 მილიგრამიანის - 644 ლარია.