მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულმა გუნდმა ბრემენის საერთაშორისო სტუდენტური კონკურსი Jacobs Startup Competition მოიგო

56e825cd71762
BM.GE
15.03.16 19:08
1596
ქართულმა გუნდმა ბრემენის საერთაშორისო სტუდენტური კონკურსი Jacobs Startup Competition მოიგო. თავისუფალი უნივერსიტეტის ცნობით, ბრემენის ყოველწლიურ საერთაშორისო სტუდენტურ სტარტაპების კონკურსზე დარეგისტრირებული 127 პროექტიდან ქართული გუნდი - InGlove ჯერ ტოპ 10-ულში მოხვდა, რის შემდეგაც სტუდენტები გერმანიაში გაემგზავრნენ, საფინალო პრეზენტაციის საჩვენებლად.
 
სტარტაფში ტრადიციულად მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები მონაწილეობენ - როგორებიცაა: MIT, Stanford, Yale და სხვა.

ქართულმა გუნდმა საბოლოო პრეზენტაცია პროექტით - "ინტერაქტიული ხელთათმანი" წარმოადგინა.

ჟიურის გადაწყვეტილებით პირველი ადგილი სწორედ მათ დაიკავეს და აჯობეს ყველა დანარჩენ დარეგისტრირებულ პროექტს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.