მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქართულმა კომპანიებმა ₾3.7 მლნ-ის საექსპორტო ხელშეკრულება გააფორმეს“ – Anuga 2021-ის შედეგები

6194bffd4396b
ვიქტორია მღებრიშვილი
17.11.21 14:00
967
საკვები და სასმელი პროდუქტების საერთაშორისო გამოფენის - Anuga 2021 დასრულებიდან ერთ თვეში, ქართულ კომპანიებთან 3.7 მლნ ლარის საექსპორსპორტო ხელშეკრულებები გაფორმდა. ამის შესახებ სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ დირექტორმა მიზეილ ხიდურელმა განაცხადა.

მისი თქმით, უცხოელი მსხვილი შემსყიდველებისგან დიდი დაინტერესება ქართულმა ღვინომ, თაფლმა, თხილეულმა და ძირტკბილამ გამოიწვია. მიხეილ ხიდურელმა აღნიშნა, რომ სააგენტო აქტიურ მუშაობას ექსპორტის მიმართულებით აგრძელებს.

„ამის ერთ-ერთი დასტური საერთაშორისო გამოფენა „ანუგა 2021“-ია, რომელშიც ჩვენი ხელშეწყობით 16 ქართული კომპანია მონაწილეობდა და გამოფენის დასრულებიდან 1 თვეში მათ უკვე 3.7 მლნ ლარის საექსპორტო ხელშეკრულება გააფორმეს“, - განაცხადა სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.

გამოფენის მანძილზე ქართულმა კომპანიებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბიზნეს სექტორს წარმომადგენლებთან 300-მდე შეხვედრა გამართეს, მათ შორის: გერმანია, ავსტრია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, დანია, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, ლიბანი, საუდის არაბეთი, თურქეთი, უკრაინა, ბულგარეთი, ქუვეითი, აშშ, კანადა.

„გარდა საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობისა, წელს მეწარმეებს შევთავაზეთ სრულიად ახალი კომპონენტი - ბიზნეს ექსპორტი, რომელიც ექსპორტის ზრდისა და იმპორტის ჩანაცვლების ხელშეწყობას გულისხმობს. პროგრამა მეწარმეებს სესხის პროცენტის სუბსიდირების და უზრუნველყოფის გარდა, გრანტის კომპონენტსაც სთავაზობს“, - აღნიშნა ხიდურელმა.

ცნობისთვის: სასმელისა და საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა Anuga წარმოადგენს აღნიშნულ სექტორში ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას, რომელიც ტრადიციულად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ კიოლნში გაიმართა. სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით საქართველომ რიგით მეოთხეჯერ მიიღო მონაწილეობა. მონაწილეობის მიზანი იყო ბიზნესკავშირების დამყარება უცხოელ პოტენციურ პარტნიორებთან და დამკვეთებთან, საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.
(NS)