მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულმა რესტორანმა საერთაშორისო კონკურსში ოქროს ჯილდო მოიპოვა

5cd98588504f1
BM.GE
14.05.19 01:00
7392
"A' Design Award" არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და მრავალფეროვანი დიზაინის კონკურსი, სადაც ყოველწლიურად 200-ზე მეტი ქვეყნიდან მონაწილეობენ. კონკურსი ტარდება 100-ზე მეტ კატეგორიაში და მოიცავს დიზაინის თითქმის ყველა სფეროს.

A' Award-ის მიზანია, უზრუნველყოს სამართლიანი, ეთიკური და კონკურენტუნარიანი პლატფორმა კომპანიებისთვის, დიზაინერებისა და ინოვატორებისთვის დიზაინის ყველა სფეროდან. ჯილდო წარმოადგენს პლატფორმას საუკეთესო დიზაინების, კონცეფციებისა და დიზაინზე ორიენტირებული პროდუქტების.

"A' Design Award and Competitions"-ზე რესტორანმა „ქალაქი“ გაიმარჯვა ინტერიერის დიზაინის კატეგორიაში - A' Interior Space, Retail and Exhibition Design.

ჯილდო მოიპოვა საპროექტო-სამშენებლო კომპანია „სპექტრუმმა“, რომელიც 2014 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე და ქმნის ინოვაციებსა და გამოცდილებაზე დაფუძნებულ არქიტექტურულ ხარისხს. კომპანია სპეციალიზდება კომერციული და საცხოვრებელი სექტორებისთვის არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინისა და სამშენებლო სერვისების მიწოდებაზე.

„ჩვენი მიზანია, შევქმნათ გრძელვადიანი ღირებულების მქონე პროექტი, რომელიც ითვალისწინებს გარემოზე ზემოქმედებას, სოციალურ და ეკონომიკურ პლატფორმებს და სთავაზობს გლობალურ მიდგომას ადგილობრივი კონტექსტისთვის.

ჩვენ ვამაყობთ, რომ ვქმნით მდგრად, ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოს და პროექტებში ვიყენებთ უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებს. ჩვენ ვიაზრებთ სოციალურ პასუხისმგებლობას და პროექტს აღვიქვამთ, როგორც გარემოში დადებითი ცვლილების შეტანის შესაძლებლობას.

ჩვენი პროექტები ხასიათდება ძლიერი კონცეპტუალური ლეგიტიმურობით, ინოვაციებითა და მაქსიმალური დეტალიზაციით. ყველა პროექტი ეფუძნება ადამიანის, მდგრადი განვითარების და ინოვაციების პრინციპებს, რაც საშუალებას გვაძლევს გავარღვიოთ საზღვრები და შევქმნათ გაბედული დიზაინი, რომელიც უზრუნველყოფს გრძელვადიან ესთეტიურ და ფუნქციურ ღირებულებას კლიენტებისთვის, მომხმარებლებისა და საზოგადოებისთვის.“ - აცხადებენ სპექტრუმში.

2018 წლის მაისში გახსნილი რესტორანი „ქალაქი“ მდებარეობს კოსტავას ქუჩაზე არქიტექტურული მრავალფეროვნებით გამორჩეულ ქალაქის ძველ ნაწილში. პროექტის არქიტექტურა ყურადღებით ითვალისწინებს კონტექსტურ გარემოს და ქმნის კლასიკურ და ამავდროულად დახვეწილ სივრცეს ძველ უბანში.

რესტორნის მთლიანი კონცეფცია შემუშავდა არქიტექტურული ფირმისა და კლენტის - შპს „კოსტავა 2016“-თან თანამშრომლობის შედეგად. ის ერთიანდება მთავარი იდეის გარშემო - მე-19 საუკუნის თბილისური ეზოს ატმოსფეროს შექმნა, რაც ქალაქელების შეკრების და სოციალიზაციის ადგილს წარმოადგენდა. მე-19 საუკუნის თბილისისთვის დამახასიათებელი არქიტექრული სტილის ინტერიერი; მიშლენის ვარკსვლავის მქონე ფრანგი შეფ-მზარეულის მიერ სპეციალურად „ქალაქისთვის“ შექმნილი კერძები - რომელიც მოიცავს როგორც ევროპულ, ასევე ქართულ ტრადიციულ და თანამედროვე. ე.წ. “Fusion” კერძებს; მაღალი ხარისხის მომსახურება და აღნიშნული პერიოდისთვის დამახასიათებელი მუსიკალური და სასცენო პროგრამები მთლიანობაში ქმნის სივრცეს, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ შეიგრძნონ და დააფასონ აღნიშნული პერიოდის დახვეწილი, ევროპული თბილისის სულიერება.

გამარჯვებული დიზაინები გამოიფინება იტალიაში, ხოლო არქიტექტორების დაჯილდოება ჩატარდება 28 ივნისს იტალიის ქალაქ კომოში.