ციფრულმა ლოგისტიკურმა ქართულმა პლატფორმა Cargon-მა მსოფლიოში ყველაზე დიდი ლოგისტიკური სტარტაპისგან - Flexport-ისგან ინვესტიცია მოიზიდა.
აღსანიშნავია, რომ Flexport-ი "სილიკონ ველიზე" დაფუძნებული სტარტაპია, რომელიც 8 მილიარდად არის შეფასებული.
Cargon-ის დამფუძნებელი ვანო ჩალაძე bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ სტარტაპი აქსელერატორის პროგრამის ფარგლებში "სილიკონ ველიზე" იმყოფებოდა. Flexport-თან მოლაპარაკება კი ჩამოსვლისთანავე დაიწყეს.
მისივე თქმით, აღნიშნული ინვესტიციით Cargon-ი სერვისს უკვე არსებულ ბაზრებზე განავითარებს, ამასთან სტარტაპი ახალი ბაზრების ათვისებასაც დაიწყებს. Cargon-ი ამ დროისთვის საქართველოში, სომხეთსა და რუსეთში ოპერირებს.
“Flexport-ი ლოგისტიკაში ყველაზე დიდი სტარტაპია. მოლაპარაკების დასაწყისში ისინი როგორც ჩვენი სერვისით, ასევე რეგიონით იყვნენ დაინტერესებული. დაახლოებით ოთხი კვირის წინ საბოლოოდ შევთანხმდით და Flexport-მა ინვესტიცია განახორციელა. როდესაც შენი ინვესტორი მსგავსი კომპანიაა, ეს სხვა პოტენციურ ინვესტორებშიც ინტერესს აჩენს. ამასთან, Flexport-ის გამოცდილება Cargon-ის სერვისების განვითარებაში დაგვეხმარება, რათა რეგიონში ლოგისტიკის მიმართულებით პირველი კომპანია გავხდეთ.
აღნიშნული ინვესტიცია ჩვენს რეგიონულ განვითარებას მოხმარდება. არსებულ ბაზრებზე გავძლიერდებით და ცენტრალურ აზიაზე დავიწყებთ მუშაობს. კერძოდ, მომავალი თვის ბოლოდან უზბეკეთისა და ყაზახეთის ბაზრებზე შესვლას ვგეგმავთ” ,- აცხადებს Cargon-ის დამფუძნებელი.
ცნობისთვის: Cargon-ი ციფრული ლოგისტიკური პლატფორმაა, რომელიც ტვირთის მფლობელსა და გადამზიდ კომპანიას ერთმანეთთან აკავშირებს. ქართული სტარატაპი ამ დროისთვის სამ ქვეყანაში, საქართველოში, სომხეთსა და რუსეთში ოპერირებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება