მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულმა სტარტაპმა QuickCash-მა SME ბიზნესის კრედიტუნარიანობის შეფასება დისტანციურად გახადა შესაძლებელი

5f3ba3d2ae669
BM.GE
18.08.20 18:00
1024
საოპერაციო საქმიანობის განსახორციელებლად, ყველა ბიზნესს სჭირდება საბრუნავი კაპიტალი. ყოველდღიური ოპერაციებისათვის საჭირო ფულადი რესური პრაქტიკულად შეუძლებელია დაიფაროს მხოლოდ მფლობელის კაპიტალით. გამომდინარე აქედან კომპანიები ხშირად მიმართავენ ფინანსურ ინსტიტუტებს და საკრედიტო ხაზის, ოვერდრაფტისა თუ მოკლევადიანი სესხის საშუალებით ავსებენ საბრუნავი კაპიტალის დეფიციტს.

ბოლო წლებში მთელს მსოფლიოში, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად გაჩნდა ონლაინ პლატფორმები, რომლებიც მსხვილ და საშუალო ბიზნესებს დისტანციურად, საიტის გამოყენებით სთავაზობს წვდომას ფულად რესურსზე. QuickCash არის ქართული სტარტაპი, რომელიც მათ მიერ შექმნილი ალგორითმის საშუალებით ადგილობრივ თუ უცხოურ ფინანსურ ინსტიტუტებს აძლევს შესაძლებლობას დისტანციურად შეაფასონ მცირე თუ საშუალო ბიზნესის კრედიტუნარიანობა.

QuickCash ინოვაციური პლატფორმის საშუალებით სულ რაღაც 5 წუთშია შესაძლებელი მცირე ან საშუალო ბიზნესმა სქორინგზე დაყრდნობით შეიტყოს რა რაოდენობის სესხის აღება შეუძლია.

“საქმიანობა 2014 წელს დავიწყეთ და თავიდან რამდენიმე წელი ალგორითმის შექმნაზე ვმუშაობდით. ჩვენ ვართ ფინანსური ტექნოლოგიების კომპანია, რომლის ძირითადი პროდუქტი არის ალტერნატიული დაკრედიტების პლატფორმა, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენი პლატფორმა აფასებს ბიზნეს სუბიექტების კრედიტუნარიანობას. საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანი იყო ალგორითმი დაგვეტესტა, ამიტომ თავად გავცემდით სესხებს მცირე ბიზნესებზე ჩვენივე შეფასების მექანიზმით. პროცესი სრულად ავტომატიზირებული იყო და მსესხებელთან კონტაქტი მხოლოდ მაშინ იყო საჭირო როდესაც კონტრაქტზე უნდა მოეწერა ხელი. იმის მაგივრად რომ მისულიყავით რომელიმე ფინანსურ ინსტიტუტში და გარკვეული პერიოდი მოლოდინის რეჟიმში ყოფილიყავით, ეს პროცესი სრულად გავაციფრულეთ და მოლოდინის დრო 5 წუთამდე დავიყვანეთ.” - გვიყვება კომპანის დამფუძნებელი მარიამ რუსიშვილი.

QuickCash ერთ-ერთი სტარტაპია იმ თოთხმეტიდან, რომელიც 500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამისთვის შეირჩა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას საკმაოდ კარგი გამოცდილება დაუგროვდა ბოლო წლებში და ბევრ სხვადასხვა წარმატებას მიაღწია საერთაშრისო დონეზე, დამფუძნებელმა მაინც გადაწყვიტა პროგრამაში მონაწილეობა, რადგან 500 Startups მსოფლიო დონის აქსლერატორია. მათგან მიღებული ცოდნა და გამოცდილება, რა ეტაპზეც არ უნდა იყოს სტარტაპი, ყოველთვის გამოსადეგია და ანტრეპრენიორებს სწრაფად განვითარებში ეხმარება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბანკისა და ტექნოპარკის მხარდაჭერით საქართველოში შემოვიდა მსოფლიო დონის აქსელერატორი 500 Startups. გლობალური პროექტის მიზანია ქართველ სტარტაპებს უნიკალური შესაძლებლობას მისცეს, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე კომპანიასთან იმუშაონ. პროექტის განსახორციელებლად საქართველოს ბანკმა დამატებით 1 მილიონი დოლარის მობილიზება მოახდინა.

პროგრამაში მონაწილე სტარტაპებმა უკვე დაასრულეს მენტორშიპის პირველი ეტაპი და ახლა მეორე ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს. კომანიებმა მენტორებისგან მიიღებული რჩევების გათვალისწინებით ცვლილებები უნდა შეიტანონ პროდუქტსა თუ სერვისში. ყველა სტარტაპს სხვადასხვა გამოწვევა აქ ამ მომენტში და სპეციფიური გამოცდილების მქონე მენტორებთან შეიძლება დასჭირდეთ კომუნიკაცია. ამ მხრივ მონაწილეები შეზღუდულნი არ არიან და წვდომა აქვს 500 Startups-ის მენტორების სრულ ქსელზე.
შეიძლება დღეს ბევრი ადმიანი ვერ ხვდება ამ წამოწყების მნიშვნელობას, მაგრამ პროგრამის დადებით ეფეტქს დროთა განმავლობაში კიდევ უფრო კარგად დავინახავთ.