მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქართულმა ხიზილალამ“ შავი ხიზილალის წარმოება დაიწყო

60b26174f152f
მარიამ იზორია
30.05.21 00:10
1125
კომპანია „ქართულმა ხიზილალამ“ ზუთხის შავი ხიზილალის წარმოებაც დაიწყო. ამის შესახებ bm.ge-ის კომპანიის თანადამფუძნებელმა ალექსანდრე დადიანიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, შავ ხიზილალას, დაახლოებით, 1 კვირაა, რაც ყიდიან.

„შავი ხიზილალის წარმოება დავიწყეთ, ჯერჯერობით, მცირე რაოდენობა გვაქვს; პროდუქტი ჩვენს საფირმო მაღაზიაში იყიდება, პანდემიის მიუხედავად, ჩვენს ხიზილალაზე მოთხოვნა არ შემცირებულა“, - ამბობს დადიანიძე.

ცნობისთვის: კომპანია ხიზილალას 2011 წლიდან ყიდის. დამფუძნებლებმა წლების განმავლობაში, დაახლოებით, 3,8 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელეს. 17 წელია, რაც „ქართული ხიზილალა“ გორის რაიონში ორ თევზსაშენს მართავს. კომპანია წლიურად 2 ტონამდე ხიზილალას აწარმოებს და 60 ადამიანს ასაქმებს.