ქართველ მეზღვაურებს, რომელთა სერტიფიკატების ვადა იწურება და ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით დადგენილი შეზღუდვების გამო ვერ ახერხებენ გემიდან ჩამოსვლას, სერტიფიკატის მოქმედების ვადა გაუხანგრძლივდებათ არაუმეტეს 3 თვის ვადით გემთმფლობელის, ან საკრუინგო კომპანიის მომართვის საფუძველზე. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის თამარ იოსელიანის განცხადებით, აღნიშნული წესი ქართველ მეზღვაურებს შესაძლებლობას მისცემს, პროფესიული საქმიანობა ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე განაგრძონ.
„საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამკაცრებული წესები მოქმედებს საქართველოს პორტებში. ხმელეთთან კავშირი ეზღუდებათ და თერმოსკრინინგს ექვემდებარებიან გემზე მყოფი პირები, თუ გემი, მისი ეკიპაჟის წევრი(ები) ან მგზავრები ბოლო 21 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ მაღალი რისკის ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, ირანის ისლამური რესპუბლიკა, კორეის რესპუბლიკა, იტალია. დღეს ამ ჩამონათვალს დაემატა გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი და ავსტრია,“ - განაცხადა თამარ იოსელიანმა.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, საქართველოს ნავსადგურებში შემომსვლელმა ყველა გემმა მინიმუმ 24 საათით ადრე უნდა წარმოადგინოს ჯანმრთელობის დეკლარაცია (MARITIME DECLARATION OF HEALTH), სადაც გემის კაპიტანი დაწვრილებით აღწერს გემის ეკიპაჟის და მგზავრების ჯანმრთელობის მდგომარეობას. მისი თქმით, თუკი აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოადგენის შემდგომ ნავსადგურში, ან ღუზაზე დგომის პერიოდში გემზე მყოფ რომელიმე პირს თუ რაიმე სიმპტომი დაუფიქსირდება, გემის კაპიტანი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს ნავსადგურის კაპიტანს და შესაბამის სამსახურებს. შედეგად, მაქსიმალურად იზღუდება ხმელეთიდან კონტაქტი იმ მცურავ საშუალებასთან, რომელზე მყოფ პირსაც აღენიშნება რაიმე სიმპტომი.
“ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს მაქსიმალურად ვითვალისწინებით. გადაწყვეტილებას მხოლოდ შექმნილი ვითარების გათვალისწინებით ვიღებთ და ამით მაქსიმალურად ვამცირებთ საზღვაო ტრანსპორტიდან კორონავირუსის გავრცელების შესაძლებლობას. ჩვენ საქართველოს ნავსადგურებში ვითარებას სრულად ვაკონტროლებთ,“ - განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი