მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველ ხალხს უფლება აქვს იცოდეს, რა კითხვები ჩამოვიდა EU-სგან - დეპუტატი

6255515e22634
მარიამ ვარადაშვილი
12.04.22 14:25
1231
პარლამენტის წევრი ანა ნაცვლიშვილი მთავრობას ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარის გასაჯაროეებისკენ მოუწოდებს. როგორც დეპუტატმა პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას თქვა, მოქალაქეებს უფლება აქვთ, იცოდნენ რა პასუხებს გაუგზავნის მთავრობა ევროკავშირს.

“ამ კითხვარის შევსება ტექნიკური საკითხი არ არის. ეს არის ისტორიული მნიშვნელობის ამოცანა, რომელმაც ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოზე უნდა გაიყვანოს. მინდა, პარლამენტის ტრიბუნიდან მოვუწოდო მმართველ პარტიას და შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუციებს - გახსენით ეს პროცესი. ქართველ ხალხს უფლება აქვს იცოდეს, რა კითხვები ჩამოვიდა ევროკავშირისგან. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ქართველ ხალხს უფლება აქვს იცოდეს რა პასუხებს გაგზავნის მისი სახელით ხელისუფლება ბრიუსელში;

თუ ეს პროცესი არ იქნება გახსნილი და გამჭვირვალე და არ მისცემთ საზოგადოებას მასში ჩართვისა და კონსტრუქციული როლის შესაძლებლობას, შემდეგ კონსტრუქციულობას ვერავისგან მოითხოვთ”, - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

მისივე თქმით, საპარლამენტო ოპოზიციას შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს რეალური საპარლამენტო ზედამხედველობა განახორციელოს ამ პროცესზე.

3 მარტს საქართველომ ევროკავშირს ბლოკში გაწევრიანების თაობაზე ოფიციალური განაცხადით მიმართა, გუშინ კი, ქვეყანას EU-სგან კითხვარი გადაეცა.