27.ივლისი .2020 11:50

ქართველები თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე წასვლას შეძლებენ, მაგრამ გარკვეული პირობით

views 1279
უკან

საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებას შეძლებენ, მაგრამ გარკვეული პირობით. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შედეგ გამართულ ბრიფინგზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთში დასაქმების მსურველებმა საქართველოს საზღვრის დატოვებისას შესაბამისი დამსაქმებლისგან ოფიციალური ცნობა უნდა წარმოადგინონ.

„დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ვიმსჯელეთ საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც თურქეთში გადადიან სამუშაოდ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეები და პირველ რიგში, აჭარის მაცხოვრებლები თურქეთის რესპუბლიკიდან, დამსაქმებლისგან მიღებული სამთვიანი ოფიციალური მოწვევის ფარგლებში შეძლებენ სამუშაოდ წასვლას, თუმცა უკან დაბრუნებისას ვალდებულნი არიან, გაიარონ საკარანტინო რეჟიმი. მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემია აბსოლუტურად ექვემდებარება კონტროლს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყველა ეს მოძრაობა და გადადინება საზღვარზე, მათ შორის სამუშაო მიზნებით, ხდებოდეს კონკრეტული საფუძვლების და გარემოებების გათვალისწინებით“, - განაცხადა რიჟვაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა