მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველების უმეტესობას ურჩევნია რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები - დეგნანი

63ca86d653745
მარიამ ვარადაშვილი
20.01.23 16:24
956
საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ მთავრობასთან მუშაობენ იმისთვის, რომ ქვეყანას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესრულების შესაძლებლობლობა ჰქონდეს.

ჟურნალისტებთან მან ასევე ისაუბრა რუსეთთან პირდაპირი ფრენების საკითზე და თქვა, რომ ქართველების უმეტესობას რუსეთის მიერ 2008 წელს აღებული ვალდებულებების შესრულება ურჩევნია.

“ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია მოისმინოს, რომ რუსეთს გაყავს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და საბოლოოდ ასრულებს საკუთარ ვალდებულებას 2008 წელს მიღწეული შეთანმების შესაბამისად [ცეცლის შეწყვეტის შესახებ], ვიდრე პირდაპირი ფრენებია [რუსეთთან]. არ ვიცი რუსეთში მცხოვრებ ქართველებს თუ ექმნებათ პრობლემები საქართველოში დაბრუნებაზე, თუმცა დანამდვილებით ვიცით, რომ ძალიან ბევრი რუსი მოდის საქართველოში.

საქართველოს მთავრობასთან ბევრი მიმართულებით ვმუშაობთ, რათა უზრუნველოყოთ ის, რომ საქართველოს ჰქონდეს უნარი შეასრულოს საერთაშორისო სანქციები. საქართველოსთვის უზარმაზარი შესაძლებლობაა, რომ იყოს შუა დერეფანი საქონლისთვის ცენტრალური აზიიდან ევროპის მიმართულებით - აშშ-ს ამას მხარს უჭერს. მხარს უჭერს ასევე საქართველოსთან პარტნიორობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ შუა დერეფანნის მშენებლობაში საქართველომ თავისი წვლილი შეიტანოს. ველით საქართველოსთან პარტნიორობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ მას ჰქონდეს საერთაშორისო სანქციების დაცვის საშუალება",-აცხადებს დეგნანი. 

CNN-ის ჟურნალისტმა კრისტიან ამანპურმა ევროკომისიის თავმჯდომარესთან ინტერვიუში ურსულა ფონ დერ ლაიენს ჰკითხა, რომ რუსეთი ახერხებს მისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლას, განსაკუთრებით საქართველოს გავლით. 

ვრცლად ამ თემაზე ნახეთ აქ