მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველი ანტრეპრენერი ქალების ინოვაციური პროდუქტი ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში

62879aa52a956
BM.GE
20.05.22 22:30
1182
Liffit საერთაშორისო ფიტნეს აპლიკაციაა, რომელიც მომხმარებელს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, ინდივიდუალური სავარჯიშო პროგრამებით, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას ისარგებლოს. აპლიკაციის იდეა ქართველ ანტრეპრენერებს დაკო ლომიძესა და ნინო მგელაძეს ეკუთვნით.

როგორ გაჩნდა იდეა, ვინ იმუშავა პროექტზე და რა შესაძლებლობები აქვს აპლიკაციის? - ამ თემაზე BM.GE ლიფფიტის დამფუძნებლებს ესაუბრა:

დაკო ლომიძე:

მსოფლიო ტენდენციებს თუ გადავავლებთ თვალს, ცხადად ჩანს, რომ ციფრული პროდუქტები თუ სერვისები სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს. ამ ტრენდს მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი პანდემიამ, რადგან თითქმის სამი წლის მანძილზე ჩვეულ რეჟიმში ვერ ვმუშაობდით, ვერ ვესწრებოდით შეხვედრებს და ღონისძიებებს, ვერ ვვარჯიშობდით. ჩვენი იდეაც ამ პერიოდში გაჩნდა და ფრთებიც პანდემიაშივე შევასხით: შევქმენით პირველი ქართულენოვანი აპლიკაცია, რომელიც ინოვაციურია მსოფლიო ბაზარზეც. აპლიკაციაზე უცხოელმა ტოპ დეველოპერებმა იმუშავეს. სავარჯიშო პროგრამები შედგენილია ქართველი და უცხოელი მაღალკვალიფიციური მწვრთნელების კოლაბორაციით და მოიცავს ყველაზე მოთხოვნად პროგრამებს. ქართულთან ერთად აპლიკაცია მომხმარებელს სხვა ენის არჩევის საშუალებასაც აძლევს, რაც იმას ნიშნავს, რომ Liffit საერთაშორისო აუდიტორიისათვისაც ხელმისაწვდომია და უკვე ციფრული პროდუქტების გლობალური ბაზრის ნაწილია.


ნინო მგელაძე:

მე და დაკო წლებია აქტიურად ვვარჯიშობთ და საკუთარ თავზე გამოგვიცდია, რომ ძალიან რთულია ყოველდღიური საქმიანობითა და პრობლემებით დატვირთულ გარემოში, ფიტნეს დარბაზის მომსახურებით ისარგებლო, ივარჯიშო და იყო ფორმაში, აკონტროლო შენი მიღწევები, შეინარჩუნო მოტივაცია და სხვისთვის მაგალითი გახდე. არაერთი კვლევა ჩავატარეთ, შევისწავლეთ მომხმარებელთა ინტერესები, მოთხოვნები, არსებული და ჯერ კიდევ არარსებული ტრენდები, რაზეც აპლიკაციის კონცეფცია დავაშენეთ. ფიტნეს აპლიკაცია სწორედ ის მექანიზმია, რომელიც ზოგავს დროს, ბიუჯეტს და მოტივაციას გაძლევს. აპლიკაციის მეშვეობით, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ციფრულ მწვრთნელთან ერთად ვარჯიშობ. „ლიფფიტის“ ალგორითმი მომხმარებლის მონაცემებს ინდივიდუალურად სწავლობს და პერსონალურ სავარჯიშო პროგრამას სთავაზობს. პროგრამები გათვლილია როგორც დამწყები, ისე საშუალო დონისა და გამოცდილი მოვარჯიშეებისთვის.

დაკო ლომიძე:

აპლიკაცია აღჭურვილია ყველა თანამედროვე ფუნქციონალით. ინტეგრირებული სმარტ საათებისა და ფიტნეს თრექერების მეშვეობით, მომხმარებელი პროგრესს რეალურ დროში აკონტოროლებს. აპლიკაციაშივე აქვს საშუალება, გაიცნოს და დაიმეგობროს სხვა ლიფფიტერები, მიღწევები და შედეგები სხვას გაუზიაროს. ჩაშენებული Apple Music და Spotify მომხმარებელს სასიამოვნო ვარჯიშისთვის მუსიკის უსაზღვრო არჩევანს სთავაზობს.

ნინო მგელაძე:

აპლიკაციის ინტერფეისი იმდენად მარტივია, რომ ნებისმიერი ასაკის მომხმარებლისათვის კომფორტულია. ლიფფიტი ყოველდღიურად გახსენებს შენს მიზნებს და გეხმარება გახდე უკეთესი, იყო ფორმაში და მიაღწიო სასურველ შედეგს, იქნება ეს მობილობა, მოქნილობა თუ წონის კლება.

ჩამოტვირთე აპლიკაცია Liffit და შეიძინე ინდივიდუალურად შენზე მორგებული სავარჯიშო პროგრამა. აპლიკაცია App Store-სა და Play Store-ში უკვე ხელმისაწვდომია!

(NS)