მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველი ფერმერების მხარდაჭერა და ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერება: "კარფურში" „ქართული დღეების“ ფარგლებში გამოფენა გაიმართება

6290732394d58
BM.GE
27.05.22 10:53
640
„კარფურის“ ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უდიდესი ქსელი, რომელსაც საქართველოში კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს, ქართველ მომხმარებელთან ურთიერთობის მე-10 წელს აღნიშნავს. ტრადიციულად, კომპანიის ყოველ იუბილეზე, ფრანგული ბრენდი ქართველ მომხმარებელს განსაკუთრებული სიურპრიზებით ანებივრებს, რათა გამოხატოს მადლიერება „კარფურის“ მიმართ არსებული ნდობისა და ერთგულებისათვის. გამონაკლისი არც ეს წელია.

ამჯერად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 23 მაისიდან - 29 მაისის ჩათვლით, „კარფური“ გეგმავს ქართული პროდუქციის გამოფენის მომზადებას „ისთ ფოინთის“, „თბილისი მოლის“, ქუთაისის, რუსთავისა და ბათუმის ჰიპერმარკეტებში და „ჯითისის“ სავაჭრო ცენტრში არსებულ სუპერმარკეტში. კამპანია - „ქართული დღეების“ ფარგლებში მომხმარებელს შეეძლებათ დააგემოვნონ ქართული წარმოების პროდუქტები - ხორცეული, ძეხვეული, რძის პროდუქტები, სხვადასხვა დელიკატესები, ქართული ტკბილეული, ღვინო, ლუდი და სხვა უამრავი პროდუქცია.


გარდა ამისა, ფერმერებს საკუთარ წარმოებაზე სპეციალური შეთავაზებები ექნებათ.

ადგილობრივი წარმოების გამოფენის გარდა, 26 მაისს, მაღაზიების დამთვალიერებლებს უამრავი სიურპრიზი და სახალისო აქტივობა დახვდებათ, როგორიცაა თემატური სტენდები და დეკორაციები, გასართობი თამაშები (თავსატეხები, ეკომეგობრული საღებავებით სახის მოხატვა და ა.შ.).

„კარფური“ გახსნის დღიდან ცდილობს ხელი შეუწყოს ადგილობრივ წარმოებასა და ფერმერებს, იმისათვის რომ განავითარონ საკუთარი პროდუქცია და მოახდინონ მისი რეალიზაცია ქართულ ბაზარზე. ბრენდი დღემდე აქტიურად აგრძელებს ქართველი ფერმერების მხარდაჭერასა და მომხმარებლისთვის ახალი, ჯანსაღი ადგილობრივი პროდუქციის პირდაპირ ფერმებიდან მიწოდებას.
წლების განმავლობაში, ბრენდმა თავისი საქმიანობით გააძლიერა და განავითარა ურთიერთობა უამრავ ქართველ მომწოდებელთან. ქართულ ბაზარზე შემოსვლის შემდეგ „კარფურმა“ 800-ზე მეტ მომწოდებელთან ითანამშრომლა, დაეხმარა ადგილობრივ ფერმერებს ეკოლოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი პროდუქციის რეალიზაციაში და წვლილი შეიტანა სოფლის მეურნეობის განვითარებაში, რითაც ხელი შეუწყო ქართული ეკონომიკის გაძლიერებას.

დღეს ბრენდი 70 მაღაზიითა და 3000-მდე ადგილობრივი თანამშრომელით არის წარმოდგენილი. "კარფური" აქტიურად აგრძელებს ქართველი ფერმერების მხარდაჭერას და მომხმარებელისთვის ყოველდღიურად, ახალი, ჯანსაღი ადგილობრივი პროდუქციის პირდაპირ ფერმებიდან მიწოდებას.
(R)