მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქართველი ინვესტორები ტრადიციული სექტორებით ინტერესდებიან, რისკის გაწევა არ უყვართ“

6173df8b64a1c
მარიამ იზორია
23.10.21 14:26
1018
„ქართველი ინვესტორები ტრადიციული სექტორებით ინტერესდებიან, რისკის გაწევა არ უყვართ“– განცხადება გადაცემა „ქალების ნარატივში“ მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ნინო მაღრაძემ გააკეთა. ამის შესახებ მან ქვეყანაში “ანგელოზი” ინვესტორების შესახებ საუბრისას აღნიშნა.

მისი თქმით, საქართველოში „ანგელოზი“ ინვესტორების მიმართულება ჩანასახის ეტაპზეა და ჯერჯერობით საკმარისად განვითარებული არ არის, ეს კი მრავალი მიზეზით აიხსნება.

„მრავალი მიზეზი არსებობს, თუნდაც ის, რომ ქართველი ინვესტორები ყოველთვის ტრადიციული ეკონომიკური სექტორებით ინტერესდებიან, მათ რისკების გაწევა არ უყვართ, მეორე ცოდნის პრობლემაა, არ იციან, როგორ უნდა მართონ სტარტაპი, ზოგადად, როგორ უნდა მოხდეს სტარტაპის შეფასება, როგორ უნდა ჩაიდოს სტარტაპ კომპანიაში ფული“ - განმარტავს მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი.

ინფორმაციისთივს, მერია სკანდინავიელი ინვესტორებისთვის წარსადგენი სტარტაპების რეგისტრაციას იწყებს, რომელიც ქართულ ტექნოლოგიურ სტარტაპებს ხელს შეუწყობს და მათ უცხოელ ინვესტორებს გააცნობს.

“ანგელოზი ინვესტორები” არიან ინვესტორები, რომლებიც ინოვაციური, მაღალრისკიანი და მაღალმომგებიანი სტარტაპების დაფინანსებით არიან დაინტერესებული.