24.ოქტომბერი .2020 22:17

ქართველი ჯორჯ არისონის დაფუძნებულმა ამერიკულმა კომპანიამ აქციების გამოშვების შემდეგ $340 მილიონი მოიზიდა

ქართველი ჯორჯ არისონის დაფუძნებულმა ამერიკულმა კომპანიამ აქციების გამოშვების შემდეგ $340 მილიონი მოიზიდა
views 579
უკან

ქართველი ჯორჯ არისონის დაფუძნებულმა ამერიკულმა კომპანიამ Shift Technologies აქციების გამოშვების შემდეგ 340 მილიონი დოლარი მოიზიდა. კომპანიის ქართველი დამფუძნებელი და თანააღმასრულებელი დირექტორი Forbes Talks-ში გიორგი ისაკაძესთან საჯარო განთავსების დეტალებზე საუბრობს.

Shift Technologies, აშშ-ში დაფუძნებული გაყიდვების ონლაინ პლატფორმაა მეორადი მანქანებისათვის, რომელიც გასულ კვირას საჯარო კომპანია გახდა და მისი აქციები მსურველებისთვის უკვე ხელმისაწვდომია. 

“არ გვეგონა, რომ ამხელა ინტერესი იქნებოდა ჩვენი კომპანიის მიმართ, მაქსიმუმ 100-200 მილიონ დოლარს ველოდით.
თითქოს ჩანს, რომ 340 მილიონი დოლარი დიდი რიცხვია, მაგრამ თუ შევადარებთ ჩვენს კონკურენტს, რომელსაც ჰქვია “ქარვანა” და რომელიც უფრო ძველი და დიდი კომპანიაა, მათ მხოლოდ წელს 2 მილიარდის ინვესტიცია აიღეს. ისინი საჯარო კომპანია არიან 3 წელია.

ფაქტია, რომ ინტერესი ჩვენნაირი კომპანიების მიმართ ძალიან დიდია და უნდათ ეს სექტორი სწრაფად გაიზარდოს. ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი ინდიკატორია, თუ რა სისწრაფით იზრდება ყველა ეს კომპანია. ითვლება, რომ რაც სწრაფად იზრდები, უკეთესია”,- აცხადებს ჯორჯ არისონი.

კითხვაზე, რაში დახარჯავს კომპანია მოზიდულ ინვესტიციებს ჯორჯ არისონი პასუხობს, რომ თანხა მოხმარდება ვებგვერდის მომხმარებლებისა და კომპანიის გეოგრაფიის ზრდას.

“პირველ რიგში ეს თანხა წავა იმისთვის, რომ გავზარდოთ ჩვენი ვებგვერდის მოხმარება იმ ადამიანებში, რომლებიც ცხოვრობენ იმ ქალაქებსა და შტატებში, სადაც ვმუშაობთ, რომ მეტმა ადამიანმა გამოიყენოს ჩვენი პლატფორმა, დაახლოებით 2-ჯერ მეტმა, ვიდრე დღეს, ამ მაჩვენებელს 2 წლის განმავლობაში უნდა მივაღწიოთ. ასევე უნდა გავზარდოთ ჩვენი მოცვა, გვინდა დავამატოთ სხვა ქალაქებშიც ჩვენი ბიზნესი”,- აცხადებს ჯორჯ არისონი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა