03.მაისი.2016 22:52
საზოგადოება

ქართველი მოსწავლეები NASA-ს კოსმოსურ ცენტრში - "რამდენიმე წელში, ჩვენს პროექტს ფართო ბაზარზე გავიტანთ"

ქართველი მოსწავლეები NASA-ს კოსმოსურ ცენტრში - "რამდენიმე წელში, ჩვენს პროექტს ფართო ბაზარზე გავიტანთ"
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულმა გუნდმა, NASA-ს კენედის კოსმოსურ ცენტრში, ინოვაციების სამიტში მიიღო მონაწილეობა. გუნდმა პროექტი წარმოადინა, რომლის წყალობით მზის ელემენტი 3%-ით მეტ ენერგიას გამოიმუშავებს. როგორც ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ "საქმიან დილას“ განუცხადა, საქართველოს აღნიშნულ სამიტში განსაკუთრებული სტატუსი აქვს, რაც იმას გულისხმობს, რომ საქართველო, როგორც "ელჩი გუნდი“ ისეა წარდგენილი.
 
"ელჩ გუნდს კონრადის ფონდის პრეზიდენტი და ქალბატონი ნენსი კონრადი წარადგენს, რომელიც კონრადის ფონდის დამფუძნებელი და პიტ კონრადის მეუღლეა, ეს გახლდათ ასტრონავტი, რომელიც “აპოლოს“ ერთ-ერთ კოსმოსურ ოდისეაში იღებდა მონაწილეობას. ეს უნიკალური შესაძლებლობაა, რადგან NASA-ს კოსმოსური ცენტრი ყველასთვის ღია არ არის. მათ საშუალება ჰქონდათ ასტრონავტებს, ინოვაციებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შეხვედროდნენ.

NASA-ში აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მიღებას ერთი ფაქტორი ახლავს, რომ მონაწილე გუნდმა ინგლისური ენა ბრწყინვალედ უნდა იცოდეს. ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველოში შევზღუდოთ მონაწილეები და მხოლოდ ინგლისურენოვან მოსწავლეებს მივცეთ ეს საშუალება. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ელჩი გუნდის სტატუსით ყოფილიყვნენ, რაც ექსკლუზიური ხელშეკრულების შედეგად მივიღეთ,“-განაცხადა მაგდა მაღრაძემ.

"ეს სწორედ ის ადგილია, სადაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახალგაზრდა გამომგონებლები ერთმანეთს ხვდებიან, ეცნობიან ერთმანეთს და თავიანთ გამოგონებებს უზიარებენ. ჩვენ კონრადის ინოვაციების სამიტზე საქართველოს სახელით ვყავით, ჩვენი გამოგონების პრეზენტაცია მოვახდინეთ, რითაც ძლიან დიდი მოწონება დავიმსახურეთ. ჩვენ სხვადასხვა გუნდებს გავეცანით და ვფიქრობთ, ამ პროექტში მონაწილეობა რომ მიგვეღო, აუცილებლად გავიმარჯვებდით. ჩვენი განხრითაც იყო რამდენიმე პროექტი წარმოდგენილი, რაც შეეხება მზის ენერგიის სწორად გამოყენებას, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ჩვენი პროექტი საკმაოდ კარგ კონკურენციას გაუწევდა სხვა პროექტებს. იქ ბევრი ინფორმაცია გავიგეთ, რაც ჩვენთვის სასარგებლოა. ჩვენი აზრით, ჩვენს პროექტს ძალიან დიდი პერსპექტივა გააჩნია და სწორედ იქ მიღებული გამოცდილებით შევძლებთ, რომ მზის მარგი ქმედების კოეფიციენტი გავზარდოთ და უკვე რამდენიმე წელში, როდესაც ამ კვლევას უკვე დავასრულებთ და საბოლოო სახემდე მივიყვანთ, ამ პროექტის ფართო მასშტაბებით წარდგენასა და ბაზარზე გატანას შევძლებთ," - ამბობს გუნდის წევრი გიორგი ნიორაძე.

23.მაისი.2019 18:29
834

როგორი იქნება მიწისქვეშა სანაგვე ურნები ჭავჭავაძის გამზირზე – ფოტოები

ვრცლად
23.მაისი.2019 18:08
67

37-ე სკოლის მიმდებარედ ხეების სხვლა-ფორმირება მიმდინარეობს

ვრცლად
23.მაისი.2019 13:42
129

მოზარდებისთვის იმ საიტებზე წვდომა, რომელიც აზარტული თამაშების პროპაგანდას ეწევა, აიკრძალება

ვრცლად
23.მაისი.2019 12:42
72

პრემიერი: დარწმუნებული ვარ, სამედიცინო სერვისების მიწოდებით საქართველო რეგიონში ლიდერი გახდება

ვრცლად
23.მაისი.2019 11:40
93

"ბილაინის" მხარდაჭერით მსურველებს კომპიუტერული პროგრამირების ქართულ ენაზე სწავლა შეუძლიათ

ვრცლად
23.მაისი.2019 10:30
87

ჩუღურეთის რაიონში წყალარინების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს

ვრცლად