ერევანში ევროკავშირის დელეგაციის მხარდაჭერით, თბილისისა და ერევნის პოლიტიკური სწავლების სკოლების ერთობლივი პლატფორმის ფარგლებში, ტურიზმის განვითარების თემატიკაზე სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, სადაც ორი მეზობელი ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე, სფეროში არსებულ გამოწვევებზე, პრობლემის გადაჭრის გზებსა და პერსპექტივებზე იმსჯელეს.
შეხვედრები სესიების ფორმატში მიმდინარეობდა, სადაც ტურიზმის სფეროს კვალიფიციურმა ქართველმა და სომეხმა ექსპერტებმა ყურადღება გაამახვილეს შემდეგ საკითხებზე: ტურისტული მდგრადობა, ტურიზმის გავლენების კონტროლი, ინსტიტუციონალური და სამართლებრივი ჩარჩო ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებისთვის. სესიების ფორმატში სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა ხარისხის,
ბრენდინგისა და მარკეტინგის საკითხებზეც. მათ შორის, ცნობადობის ამაღლების კამპანიების აუცილებლობაზე. ასევე, ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების პერსპექტივებზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ორივე ქვეყნის პოზიციონირებისთვის ტურიზმის ხელშეწყობის მიმართულებით. ერთი მხრივ, როგორ გაიზარდოს მაღალშემოსავლიანი სომეხი ტურისტების შემოსვლა ქვეყანაში, ხოლო მეორე მხრივ
სომხეთში, მეტი ქართველი ტურისტის რაოდენობა.
ფოკუს-ჯგუფის განხილვების შედეგად, უახლოეს პერიოდში, ქართველი და სომეხი ექსპერტები შეიმუშავებენ რეკომენდაციებს ტურიზმის პოლიტიკის განვითარების დოკუმენტის შესაქმნელად, რომელიც ხელს შეუწყობს ორ ქვეყნას შორის ტურისტული ვიზიტების გაძლიერებას.
სასესიო შეხვედრები 16-17 ნოემბერს, სომხეთის სამთო კურორტ წაღკაძორში გაიმართა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს