მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველმა მებაჟეებმა ავტომობილში მოწყობილ სამალავში არადეკლარირებული პარფიუმერია და ელექტროსაქონელი აღმოაჩინეს

5dc2ecd88bd0b
BM.GE
06.11.19 20:10
842
საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „წითელი ხიდი“ და „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანისა და თურქეთის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, არადეკლარირებული პარფიუმერული და ელექტროსაქონელი აღმოაჩინეს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 212,471.04 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.