მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველმა მებაჟეებმა სადახლოს გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს

5dc989ca7a1b5
BM.GE
11.11.19 20:59
899
10 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში "სადახლო-საავტომობილო", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის მოქალაქის ნ.დ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, 6181.88 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (62.6 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით 6181.88 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.