17.აპრილი.2016 14:43
კრიპტოვალუტები

ქართველმა სტუდენტებმა Google-ის კონკურსში გაიმარჯვეს

ქართველმა სტუდენტებმა Google-ის კონკურსში გაიმარჯვეს
Google-ი Lenovo-სთან ერთად, ახალი პლანშეტის შემქნაზე მუშაობს, რომელსაც დამატებითი სენსორების ხარჯზე შესაძლებლობა ექნება უკეთ აღიქვას სამყარო მის გარშემო.
ტაბლეტი ზაფხულში გამოვა გაყიდვაში.

რამდენიმე თვის წინ კი გამოცხადდა კონკურსი - მონაწილეებს უნდა მოეფიქრებინათ აპლიკაციისთვის ისეთი იდეები, რომლებიც ახალი პლანშეტის შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოიყენებდა.

თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სტუდენტებმა და ლექტორებმა გააგზავნეს დამუშავებული იდეა და გაიმარჯვეს, რის შედეგადაც შეიქნმა ახალი სტარტაპი Wally, რომლის ოპერირების ხარჯებსაც გუგლი დაფარავს.

ეს ის უიშვიათესი შემთხვევაა, როდესაც გუგლი ქართულ სტარტაპს აფინანსებს.

თავისუფალი უნივერსიტეტის ცნობით, იდეის ავტორები Augmented Reality სოცილური აპლიკაციის გაკეთებას გეგმავენ. აპლიკაციის საშუალებით მომხმარებელს შეეძლება ვირტუალური კონტენტი განათავსოს რეალურ სამყაროში და გაუზიაროს მეგობრებს.

„მაგალითისთვის, წარმოიდგინეთ რეალურ მაცივარზე მიკრული ვირტუალური შეტყობინება - "იყიდება ყველაფერი სინდისის გარდა", ან გარე კედლებზე გაკრული ვირტუალური მესიჯები "ცოდნა, შრომა, თავისუფლება", "ვწეროთ ქართულად", "სწავლა და ბრძოლა", ვირტუალური სურათები ოთახის კედლებზე, ვირტუალური გრაფიტი ქალაქის ქუჩებში, ვირტუალური გიდი მუზეუმებში და ბევრი სხვა რამ.

ამ ყველაფერს დღეს პლანშეტებით და ტელეფონებით გავაკეთებთ, ხვალ სათვალეებით, ზეგ უკვე ლინზებით.

ზღვარი ვირტუალურსა და რეალურ სამყაროს შორის ნელნელა ქრება“, - განმარტავენ თავისუფალ უნივერსიტეტში.

15.მაისი.2019 00:02
401

ბიტკოინის ფასი $8,000-მდე გაიზარდა

ვრცლად
09.მაისი.2019 01:21
784

ჰაკერებმა 41 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინები მოიპარეს

ვრცლად
24.აპრილი.2019 13:52
589

Final Frontier ბიტკოინის ფონდს ქმნის

ვრცლად
15.აპრილი.2019 12:10
645

ირაკლი ლექვინაძე: აგარის შაქრის ქარხანა კონსერვაციის რეჟიმშია

ვრცლად
03.აპრილი.2019 13:28
977

Bitcoin-ის ფასი $5000-მდე გაიზარდა

ვრცლად
29.იანვარი.2019 12:33
3141

საქართველო საბაჟო დოკუმენტების ბლოკჩეინში გადატანას გეგმავს

ვრცლად