მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველმა სტუდენტებმა სწრაფი დატენვის ფუნქციის მქონე "ფაუერ ბანკი" შექმნეს

5db54ffa82357
ანი ციხისთავი
27.10.19 12:20
6821
ქართველმა სტუდენტებმა რამაზ ჯავახიშვილმა (თსუ) და გიორგი ჯიქიძემ (თავისუფალი უნივერსიტეტი) სწრაფი დატენვის ფუნქციის მქონე დამტენი ე. წ. "ფაუერ ბანკი" შექმნეს.

როგორც BM.GE-სთან რამაზ ჯავახიშვილი ამბობს, აქამდე არსებულ მსგავსი ზომის დამტენებს სწრაფი დატენვის ფუნქცია არ გააჩნდა, ხოლო მათ მიერ შექმნილი "ფაუერ ბანკი" მცირე ზომის იქნება და ის 3-ჯერ უფრო სწრაფად დაიტენება.

მისივე თქმით, ამ დროისთვის "ფაუერ ბანკის" მხოლოდ პროტოტიპი არსებობს. პროდუქციის შექმნასთან დაკავშირებით სტუდენტებს ჩინურ კომპანიასთან – JLCPCB-თან აქვთ ხელშეკრულება გაფორმებული და მისი წარმოება რამდენიმე თვეში დაიწყება. რაც შეეხება "ფაუერ ბანკის" ღირებულებას, მისი ფასი $20 იქნება.

"პროდუქტის ექსპორტზე გატანასაც ვგეგმავთ. ეს მსოფლიო დონის პროდუქტია და მასზე მოთხოვნა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ნებისმიერ ქვეყანაში იქნება", -აცხადებს ჯავახიშვილი.

ცნობისთვის: სტუდენტებმა "ფაუერ ბანკის" პროტოტიპი UG-Limes აკადემიის დახმარებით შექმნეს, ხოლო კომპონენტებისთვის საჭირო ფინანსების მობილიზება საკუთარი სახსრებიდან შეძლეს.