მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველმა ხალხმა მოითხოვა მეტი ევროპა, ეს საკმარისი საფუძველია რეფორმების დაწყებისთვის - მაკრონი

62b4c67a09752
ალა ისპირიანი
24.06.22 00:10
1292
„ეს საქართველოსთვის ისტორიული დღეა“, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ვნახეთ, როგორი ნათელი გზავნილი იყო საქართველოს პრეზიდენტისა, ასევე ქართველი ხალხი გარეთ გამოვიდა ქუჩაში და მეტი ევროპა მოითხოვა. ეს საკმარისი საფუძველია იმისა, რომ [საქართველოს] მთავრობამ რეფორმები განახორციელოს“, - თქვა მან.

ცნობისთვის, ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - პერსპექტივა.