მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქარხანაში გაგზავნილ ყავაში 500 კგ კოკაინი აღმოაჩინეს

6274c3b871c26
მარიამ ვარადაშვილი
06.05.22 10:51
4953

შვეიცარიის პოლიციამ "ნესპრესოს" ყავის ქარხანაში გაგზავნილ ტვირთში 500 კგ კოკაინი აღმოაჩინა.

როგორც BBC წერს, ქარხნის მუშებმა პოლიციას შეატყობინეს, რომ ყავის ტომრებში თეთრი ფხვნილი იპოვეს.

BBC-ის ცნობითვე, ამოღებული კოკაინის საბაზრო ღირებულება თითქმის 50 მლნ ევროს უტოლდება. გამოძიების პირველადი ვერსიით, ტვირთი ბრაზილიიდან შევიდა. პოლიციის განცხადებით, შემოტანილი კოკაინი, სავარაუდოდ, ევროპის ბაზარზე უნდა მოხვედრილიყო.