მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Qatar Airways-ის ახალ თვითმფრინავებს პირველი კლასის ადგილები აღარ ექნებათ

647dd3a0f20c2
გიორგი თოლორდავა
05.06.23 16:46
3484
Qatar Airways-ის ახალ თვითმფრინავებს პირველი კლასის, ანუ ყველაზე ძვირად ღირებული სამგზავრო ადგილები აღარ ექნებათ. მათი გაუქმებით გამოთავისუფლებულ ადგილებს ბიზნეს კლასის სავარძლები დაიკავებენ, რაც მგზავრთა რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობას შექმნის.

კომპანიის დირექტორის, აკბარ ალ-ბაკერის განცხადებით, პირველმა კლასმა დროსთან ერთად აზრი დაკარგა, რადგან თანამედროვე ბიზნეს კლასის ადგილებს ფაქტობრივად ყველა ის ფუნქციონალი აქვთ, რაც ადრე მხოლოდ პირველი კლასისთვის იყო ექსკლუზიური.

როგორც ალ-ბაკერი ამბობს, ახალი თაობის Boeing 777X მაქსიმალურად ეფექტიანი და კომფორტული სამგზავრო თვითმფრინავი იქნება, რომელიც ეკონომ კლასის მგზავრებისთვისაც სასიამოვნო ფრენას უზრუნველყოფს.

Qatar Airways-ის პირველი კლასით მგზავრობა ავიაინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული სერვისია, ხშირად მგზავრობის ღირებულება 10,000 დოლარსაც აჭარბებს. მიუხედავად პირველი კლასის უჩვეულოდ მაღალი ფასებისა, კომპანიისთვის უფრო მომგებიანი მაინც ბიზნეს კლასის ადგილების რაოდენობის გაზრდაა.