14.იანვარი .2020 00:14

ქავთარაძის ქუჩაზე სამშენებლო მასალების მაღაზიებში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

views 540
უკან

ქავთარაძის ქუჩაზე სამშენებლო მასალების მაღაზიებში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე საამშენებლო მასალების ბაზრობაზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

შეტყობინების მიღებისთანავე, გამოძახებაზე რეაგირება დაუყონებლივ მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა.

არსებობდა ცეცხლის გავრცელების საფრთხე ახლოს მდებარე გაზგაზამართ სადგურზე , თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა საფრთხის თავიდან აცილება, ხანძრის დროული ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობდა 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი",- წერია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა