05.ივლისი .2020 16:31

ქეითერინგის კომპანია: მხოლოდ 20%-ით ვართ დატვირთულები

views 186
უკან

“მხოლოდ 20%-ით ვართ დატვირთულები”- ამის შესახებ ქეითერინგის კომპანია FOOD MANAGEMENT GROUP-ის დამფუძნებელმა ტატო ზარანდიამ განაცხადა. როგორც ზარანდია ამბობს, იმ დროს, როცა ღონისძიებები სრულად გაჩერებული იყო, კომპანიამ შემოსავლების მიღება საკარანტინე სივრცეებში ლანჩბოქსების შეთავაზებით შეძლო, თუმცა ეს ღონისძიებებიდან მიღებული შემოსავლების საპირწონე არ არის.

“რიცხვებში დანაკლისის გამოხატვა წარმოუდგენელია. ქეითერინგი და ღონისძიებების ნაწილი იყო სრულად გაჩერებული, სხვა მიმართულებით კი ვმუშაობდით, თუმცა ძალიან დიდია სხვაობა შემოსავლებს შორის, ანალოგიურ პერიოდს რომ შევადაროთ. შეიძლება ითქვას რომ 20%-ით ვართ დატვირთულები”,- ამბობს FOOD MANAGEMENT GROUP-ის დამფუძნებელი ტატო ზარანდია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა