მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქემალ ქილიჩდაროღლუ მარცხს არ აღიარებს - "გავაგრძელებ ბრძოლას ნამდვილ დემოკრატიამდე"

6473b2a0e9af7
ალა ისპირიანი
29.05.23 00:07
636
ქემალ ქილიჩდაროღლუ მარცხს არ აღიარებს. როგორც თურქეთის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი აცხადებს, იგი "ნამდვილ დემოკრატიამდე" გააგრძელებს ბრძოლას.

"ამ არჩევნებში ყველა ზეწოლის მიუხედავად ავტორიტარული ხელისუფლების შესაცვლელად ხალხის სურვილი ნათელი გახდა,"- განაცხადა ქილიჩდაროღლუმ პარტიის სათაო ოფისში.

ქილიჩდაროღლუმ მარცხი არ აღიარა: "ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული რთული დღეები ნამდვილად მამწუხრებს... ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ეს ყველაზე არასამართლიანი არჩევნების პერიოდია".

რამდენიმე წუთის წინ თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებთან დაკავშირებით თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ პირველი ოფიციალური მონაცემები გაავრცელა.

საბჭოს ცნობით, ბიულეტენების 55% დათვლილია და წინასწარი შედეგებით, 54%-ით მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს, ქემალ ქილიჩდაროღლუს კი 45% აქვს.