15.მარტი .2021 12:23

„ქენდი ლენდი“: დაგვიწესონ შეზღუდვები, ოღონდ გაგვხსნან

„ქენდი ლენდი“: დაგვიწესონ შეზღუდვები, ოღონდ გაგვხსნან
views 261
უკან

„ქენდი ლენდის“ დამფუძნებელი გიორგი ხარებაშვილი აცხადებს, რომ თუ მთავრობა ბავშვთა გასართობ ცენტრებს გახსნის უფლებას მისცემს, რეგულაციებს დაიცავენ.

ის ამ წუთებში ჯანდაცვის სამინისტროსთან ბავშვთა გასართობი ცენტრების საპროტესტო აქციაზე იმყოფება.

გიორგი ხარებაშვილი ამბობს, რომ სუბსიდირების სამთავრობო პროგრამებში ვერ მოხვდა და შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო, ერთი კომპანია უკვე დახურა და მეორეც ანალოგიური საფრთხის წინაშე დგას.

„ვაპროტესტებთ იმას, რომ ერთადერთი სფერო ვართ, რომელსაც ფუნქციონირების უფლება არ აქვს. უბრალოდ, შეგვხვდნენ, მოვუსმინოთ, მოვუსმენთ და რაღაცაზე შევჯერდეთ. გვსურს, მოგვეცეს მუშაობის საშუალება. ჩვენი საქმიანობა ტრადიციული სუფრისგან განსხვავებულია - „ყანწი და ოციანი მომაწოდე არ არის“, ბავშვს 5-ჯერ რომ ეტყვი ხელი დაიბანეო, მოგისმენს და დაიბანს“, - ამბობს გიორგი ხარებაშვილი.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ცენტრებთან კომუნიკაცია არავის ჰქონია და იმედი აქვს, რომ საპროტესტო აქციის შემდეგ მაინც ვინმე დაეკონტაქტებათ.

„დაგვიწესონ შეზღუდვები, ოღონდ გაგვხსნან“, - ამბობს „ქენდი ლენდის“ დამფუძნებელი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა