მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქერისა და ხორბლის ექსპორტის აკრძალვა, სავარაუდოდ, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება - “კავკასიის გენეტიკი"

62baeb59306f4
BM.GE
28.06.22 21:50
1252

მთავრობამ ერთი წლით ქვეყნიდან ქერისა და ხორბლის ექსპორტი აკრძალა. ამ გადაწყვეტილებას სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია სასურსათო უსაფრთხოებით ხსნის.

"საქართველოში წარმოებული ქერის ექსპორტი ერაყსა და ირანში ხორციელდება. მეცხოველეობის, მეფრინველეობისა და მეღორეობის დარგში საკვები რესურსი, ქერი, მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე, მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე იქნას რეალიზებული. მიმდინარე წელს, ქერის საპროგნოზო მოსავალი 60 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობს. დღეის მდგომარეობით, 2,5 ათას ტონაზე მეტი უკვე ექსპორტირებულია", - აცხადებს მინისტრი.

“კავკასიის გენეტიკის” ხელმძღვანელი თამარ ყაჭაშვილი ამბობს, რომ მთავრობას არსებული რესურსების პირობებში სასურსათო უსაფრთხოების შენარჩუნება სურს. კომპანიის ხელმძღვანელი, რომელიც მეცხოველეობის დარგში მოღვაწეობს, ამბობს, რომ ქერი 30%-მდე არის გაძვირებული.

“ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება. მსოფლიოს სხვადასხვა ორგანიზაცია უფრო დიდ კრიზისს პროგნოზირებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია გარკვეული გონივრული ზომების მიღება, რაც რეალურად ქვეყნის შიგნით ერთგვარი დაზღვევაა იმისთვის, რომ სასურსათო კრიზისი არ შეიქმნას. ხორბალიც და ქერიც გაძვირებულია მინიმუმ 20-30%-ით. ომის გამო გლობალურ ბაზარზე დეფიციტი იქმნება, რადგან მსოფლიოს ორი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი ქვეყანა საომარ მდგომარეობაშია”, - აცხადებს თამარ ყაჭაშვილი.