11.აპრილი .2021 09:00

ქეთევან ჩხატარაშვილი: ვაქცინაციასთან დაკავშირებით შესაბამისი კამპანია ჯერ კიდევ არ არის

ქეთევან ჩხატარაშვილი: ვაქცინაციასთან დაკავშირებით შესაბამისი კამპანია ჯერ კიდევ არ არის
views 176
უკან

“ვაქცინაციასთან დაკავშირებით შესაბამისი კამპანია ისევ არ არის და ამ მიმართულებით რაზე უნდა ვისაუბროთ, უკვე ფანტაზია არ მყოფნის.” - ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტმა ქეთევან ჩხატარაშვილმა “საქმიან დილაში” საუბრისას განაცხადა.

“ვაქცინაციის კამპანიის დაწყებაზე უკვე დიდი ხანია ერთი და იგივეს ვიმეორებ, თუმცა დღეს ამის აზრს ვეღარ ვხედავ. რეაქცია ფაქტობრივად არ არის, ამ სიტყვების გამეორებას აზრი აქვს თუ არა, ეჭვი მეპარება.

თუმცა, მიუხედავად კამპანიის არარსებობისა, რა თქმა უნდა, ის ნაწილი, სადაც შეგვიძლია, რომ მოსახლეობას დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ აუცილებელია.” - აღნიშნა ჩხატარაშვილმა.

მისივე განმარტებით, დღევანდელი ციფრებიდან გამომდინარე, ლოქდაუნის ეპიდემიოლოგიური აუცილებლობა არ დგას, თუმცა ამან მთავრობას მოდუნების საშუალებას არ უნდა მისცეს.

“დათბობასთან ერთად პირბადის გამოყენება კიდევ უფრო შემცირდება, რაც შემოდგომაზე მიღებულ შედეგთან პირდაპირპროპორციულ კავშირში იქნება.” - განაცხადა ქეთევან ჩხატარაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა