მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქეთევან ციხელაშვილი მინისტრის თანამდებობას ტოვებს და ელჩად ავსტრიაში მიდის

5ec79c0544224
დავით ჯალაღონია
22.05.20 13:30
1755
შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მინისტრის თანამდებობას ტოვებს და ელჩად ავსტრიაში მიდის - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

"ახალი ელჩები გვეყოლება. ნატო-ში ჩვენმა ელჩმა ალექსანდრე მაისურაძემ დაასრულა თავისი საქმიანობის ხუთწლიანი ვადა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მისი გამოცდილება მრავალმხრივ ურთიერთობებში გამოვიყენოთ ჟენევაში, საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმომადგენლად, ხოლო მის ადგილს დაიკავებს ჟენევაში ჩვენი ელჩი ვიქტორ დოლიძე, რომელიც ნატო-ში საქართველოს წარმომადგენელი იქნება.

ასევე გვეყოლება ახალი ელჩი ვენაში, ქალბატონი ქეთევან ციხელაშვილი, რომელიც სახელმწიფო მინისტრი გახლავთ. ვფიქრობ, რომ მისი გამოცდილება ამ მიმართულებით უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება", - განაცხადა ზალკალიანმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ვინ შეცვლის მას მინისტრის თანამდებობაზე.