მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქეთევან გოგილაშვილი: საქართველოს აქვს შანსი რეგიონის სამედიცინო ჰაბად ჩამოყალიბდეს

5e9aadace0888
ანი ციხისთავი
17.04.20 22:51
4628
“ძალიან სწორი იქნება, თუ საქართველო გადაიქცევა რეგიონული სამედიცინო მომსახურების ჰაბად”,- ამის შესახებ გადაცემა #ქალებისნარატივში სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა ქეთევან გოგილაშვილმა განაცხადა.

“ვაღიაროთ, რომ ქართული სამედიცინო სკოლის ეს წარმატებული შედეგი არ შეიძლება, რომ პოსტპანდემიურ მომავალში ჩაიკარგოს. უამრავი უცხოელი კოლეგა მიკავშირდება და მეუბნებიან, რომ თვალს ადევნებენ საქართველოში არსებულ სიტუაციას და აღნიშნავენ, რომ კარგი ჯანდაცვა გვაქვს.

თუ მსოფლიო საზოგადოების ნდობა არსებობს ქართული სამედიცინო სკოლის მაღალი პროფესიონალიზმის მიმართ, ეს უკვე მნიშვნელოვანი აქტივია”,- აცხადებს ქეთევან გოგილაშვილი.

სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, თუ ყველაფერი სწორად დაიგეგმება, ეს არა მხოლოდ სამედიცინო სფეროს, არამედ ეკონომიკის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.

“მნიშვნელოვანი იქნება, რომ სახელმწიფოსთან ერთად სწორედ ამით დავიწყოთ პოსტპანდემიური მომავლის დაგეგმვა. ვფიქრობ, არ გვაქვს უფლება, რომ ხელიდან გავუშვათ ეს შანსი”,- აცხადებს ქეთევან გოგილაშვილი.