02.აპრილი .2020 16:26

ქეთევან ვაშაკიძე: "ჩირინას" პროდუქცია არ გაძვირდება

ქეთევან ვაშაკიძე:
views 990
უკან

კომპანია “ჩირინას” დირექტორის მოადგილის ქეთევან ვაშაკიძის თქმით, საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში, “ჩირინას” პროდუქცია არ გაძვირდება.

ამის შესახებ ვაშაკიძემ „საქმის კურსში“ განაცხადა.

“საგანგებო სიტუაციის განმავლობაში, ჩვენ არ მოვახდენთ ფასების ზრდას, იმის მიუხედავად, რომ მოგეხსენებათ ლარის კურსის გაუფასურება მნიშვნელოვნად აწვება ბიზნესს და მათ შორის ჩვენც, რადგან მნიშვნელოვანი ნედლეულის შესყიდვა ხდება უცხოურ ვალუტაში, თუმცა ჩვენ გვაქვს წარმოება ადგილობრივად და აქედან გამომდინარე, ფასების შენარჩუნების მიზნით, მოვახდენთ ფასის სუბსიდირებას, რაც მიახლოებით რომ წარმოდგენა შეგვექმნას, წარმოადგენს ნახევარ მილიონ ლარს; ჩვენი კომპანია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მოხმარებლებისთვის ჩვენი პროდუქციის ხელმისაწვდომობა იყოს უზრუნველყოფილი”, - აცხადებს “ჩირინას” დირექტორის მოადგილე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა