საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წელს 1.15 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ორჯერ მეტია 2020 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე. BMG-მ საქსტატიდან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რომელ კომპანიებში ჩაიდო ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია. უწყება უშუალოდ არ უთითებს რომელ კომპანიაში რა ინვესტიცია ჩაიდო, ასევე არ უთითებს რიგითობას, თუმცა სიაში შესული ათივე კომპანია ინვესტიციების მხრივ TOP-ათეულშია. სიაში ახალ ინვესტორებს შორისაა ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული კომპანია ENTAIN-ი, რომელმაც აზარტული თამაშების კომპანია “კრისტალბეთი” შეისყიდა და ამ მიმართულებით 200 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა. აღსანიშნია ისიც, რომ მთლიან უცხოურ ინვესტიციებს შორის ნახევარზე მეტი არსებული კომპანიების რეინვესტიციებს წარმოადგენს.
ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო არსებულ რიცხვებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული და მაქსიმალური ძალისხმევა უნდა მიმართოს ქვეყანაში ახალი ინვესტორების მოსაზიდად.
„მნიშვნელოვანია დავინახოთ ახალი სახეები, ახალი ინვესტორები. ქვეყნის სტრატეგია უნდა იყოს ახალი ინვესტორების მოძიება და ახალი მიმართულებების განვითარება. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ საქართველო ახალ გადათამაშებაში ჩაჯდეს და მულტინაციონალურ კომპანიებს შევთავაზოთ ინვესტიციები აქ ჩადონ. ამაზე მუშაობა ყოველდღიურად და ყოველწუთიერად არის საჭირო.
ამ აქტივობებს უნდა ვხედავდეთ ყოველდღიურად იმისთვის, რომ თუ 100 ინვესტორს ვესაუბრებით, 2-მა მაინც განახორციელოს ინვესტიციები საქართველოში. უნდა ვთქვათ ისიც, რომ მუშაობას მაშინვე არ მოაქვს შედეგი. თუ დღეს გავიცანით ინვესტორი, შედეგს 5 წელიწადში დავინახავთ, ამიტომ მუდმივ რეჟიმში უნდა ვემუშაოთ ინვესტორებს.
საქართველომ უნდა თქვას, რომ ვართ კონკურენტუნარიანი ქვეყანა; წინააღმდეგ შემთხვევაში, არავინ ჩადებს ფულს ჩვენს ქვეყანაში, რადგან ბაზარი პატარაა. ჩვენი ამბიცია უნდა იყოს, რომ ვართ რეგიონალური ჰაბი, საწარმოო ჰაბი, რომლითაც მოვემსახურებით როგორც კავკასიას, ისე ცენტრალურ აზიას და სხვა ქვეყნებს გამომდინარე იქიდან, რომ გვაქვს სავაჭრო რეჟიმები, დაბალი საგადასახადო რეჟიმი, მაგრამ ისიც მნიშვნელოვანია, რომ გვყავდეს კვალიფიციური მუშახელი, ბიზნესგარემო გაუმჯობესდეს. საჭიროა მუდმივ რეჟიმში პირობების გაუმჯობესება, რომ პირობითად, რაც შარშან გვქონდა, შეიძლება წელს არ იყოს საკმარისი და მნიშვნელოვანია გავაუმჯობესოთ ბიზნესგარემო.
მნიშვნელოვანია ასევე ადგილობრივ ინვესტორებთან მუშაობა, რათა გაფართოვდნენ. ეს ცალკე მიმართულებაა“, - აცხადებს ქეთევან ბოჭორიშვილი.
რუსეთ-უკრაინას შორის საომარი მოქმედებების ფონზე ის მომავლის მიმართ ოპტიმისტურად არ არის განწყობილი და თვლის, რომ საქართველოს მთავრობას გაასმაგებულად მოუწევს მუშაობა, რომ ქვეყანა ნაკლები დანაკარგებით გამოვიდეს ამ პროცესიდან.
„კრიზისს დიდი ეფექტი ექნება მომავალზე, ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი. შეიძლება მომდევნო წლებში გვქონდეს ინვესტიციების შემცირება, ამიტომ მნიშვნელოვანია ინვესტორებთან მუშაობა, რათა ეს რთული პერიოდი გადავაგოროთ და დივერსიფიკაცია გავაკეთოთ როგორც სექტორების, ისე ქვეყნების, რომ არ დავაბრალოთ ინვესტიციების შემცირება გარე ფაქტორებს; რაც ხდება რეგიონში იმოქმედებს მომავალი კვარტლების მაჩვენებელზე. გაასმაგებული მუშაობაა საჭირო, რომ მინიმალური ზიანით გამოვიდეს საქართველო ამ გამოწვევებიდან“, - აცხადებს ბოჭორიშვილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება