მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქირები მცირდება - ფასების კლება გარდაუვალია - Galt & Taggart

5f2c1598198fd
ვიქტორია მღებრიშვილი
08.08.20 15:00
1674
Galt & Taggart-ის თბილისის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, 2020-ის მეორე კვარტალში უძრავი ქონების ქირის ინდექსი დოლარში წლიურად 10.7%-ით შემცირდა.

როგორც კვლევით კომპანიაში განმარტავენ, ქირების შემცირება შეიძლება აიხსნას ტურიზმთან დაკავშირებული მოთხოვნის შოკით, რომლის გამოც ქირის უკუგება მცირდება, რაც მომავალში ფასების შემცირებას გარდაუვალს ხდის.

„უძრავი ქონების ფასების მოსალოდნელი შემცირება შემსუბუქდება იპოთეკურ სესხებზე მთავრობის 4%-იანი სუბსიდიით, რაც ხელს შეუწყობს გაყიდვებს პირველად ბაზარზე 2020 წლის ბოლომდე. ეს სუბსიდიის პროგრამა დააჩქარებს მოთხოვნას, რადგან მოსალოდნელია, რომ ადამიანების ნაწილი შეიძენს ბინას სუბსიდიის მისაღებად. თუმცა, პროგრამა შეიძლება ნეგატიურად აისახოს 2021 წლის მოთხოვნასა და საფასო დინამიკაზე.

ჩვენი მოლოდინით, ბინების გაყიდვების ზრდის ტემპი ნულთან ახლოს იქნება 2020 წლის მე-2 ნახევარში, რაც წლიურად 15%-იან კლებას ნიშნავს 2020 წლისთვის“, - ნათქვამია მიმოხილვაში.