მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქობულეთის სამედიცინო ცენტრში პაციენტთა მიღება შეწყვეტილია

5e8d756370ec8
ინგა მურუსიძე
08.04.20 10:53
719
ამჟამად ქობულეთის სამედიცინო ცენტრში პაციენტთა მიღება შეწყვეტილია, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა.

„წუხელ ღამით დაგვემატა 5 ახალი შემთხვევა, ყველა არის ბოლოს დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები. ეს არის შემთხვევა, რომლის ინფექციის პირველადი წყარო არ არის იდენტიფიცირებული კონტაქტები და ერთ-ერთი სოფლის სამეზობლო კონტაქტები. პირველ ეტაპზე მოვიძიეთ 37 პირი, რომელთაგან 17 არის სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელი, ხოლო 20 ოჯახის წევრები და სამეზობლო კონტაქტი. ამ ეტაპზე აღებულია 16 ნიმუში და მათგან 5 დადასტურდა. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას როგორც ოჯახებში, ისე სამედიცინო დაწესებულებებში. ამჟამად ქობულეთის სამედიცინო ცენტრში პაციენტთა მიღება შეწყვეტილია“, - განაცხადა ნიჟარაძემ.

მისი ინფორმაციით, მედიკოსებს შორის ამ დრომდე კორონავირუსი არავის დადასტურებია, თუმცა სავარაუდოდ მომავალში დადასტურდება, ვინაიდან ინფიცირებულს მათთან შეხება ჰქონდათ.