ტურისტული კომპანია “აჭარა ტურის” დამფუძნებელ ირაკლი თავართქილაძის შეფასებით, ქობულეთში, გონიოში, კვარიათსა და სარფში არასახარბიელო მდგომარეობაა, რადგან ტურისტული რეგიონები ტურისტებისგან თითქმის დაცლილია - " შეიძლება ითქვას, რომ ქობულეთი ნახევრადცარიელია, რადგან ტურისტების ნაკლებობას, ფაქტობრივად, ყველა სასტუმრო უჩივის... ასევე გონიოს და კვარიათს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ იქ სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია", - ამბობს ირაკლი თავართქილაძე.
მისივე თქმით, ძირითადი დატვირთვა ბათუმზე მოდის.
"ტურისტული სეზონის გააქტიურება მხოლოდ ბათუმში იგრძნობა, მაგრამ აქაც ნათლად ჩანს ტურისტების ნაკლებობა. მიუხედავად იმისა, რომ აეროპორტში სხვადასხვა მიმართულებით ფრენები გაზრდილია და მომატებულია ისრაელიდან და არაბული ქვეყნებიდან რეისები, ასევე გასათვალისწინებელია, რომ მთლიანად არის დაკარგული უკრაინის ბაზარი, რაც აჭარის ტურიზმის 40-50%-ს შეადგენდა,” - ამბობს ირაკლი თავართქილაძე.
მისივე თქმით, მართალია, ბათუმში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები ასე თუ ისე დაკავებულია, მაგრამ საშუალო და დაბალი სეგმენტის სასტუმროები, ფაქტობრივად, ცარიელია, ამიტომაც ივლისში 30-35%-იანი დატვირთვით უწევთ მუშაობა.
"ბოლო ორი წელი ქობულეთი, კვარიათი და სარფი იყო სავსე ტურისტებით, თუმცა ახლა, ძირითადი მოთხოვნა, ანუ 70-80% ტურისტების მხრიდან ბათუმზე მოდის,” - განაცხადა ტურისტული კომპანია “აჭარა ტურის” დამფუძნებელმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი