მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქობულეთში სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყო – პროექტი 4 მლნ-ზე მეტი ჯდება

5f108e3657bb9
BM.GE
16.07.20 22:24
2663
ქობულეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს - დაწყებულია სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი. მთავრობის ინფორმაციით, სამუშაოები ზღვისპირა პარკის 2-კმ-იანი მონაკვეთის მოწესრიგებას გულისხმობს. სამუშაოების ნაწილი უკვე დასრულებულია.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს:
– დეკორატიული ფილებით სასეირნო ზოლის და სავალი ნაწილის მოწყობა;
– თანამედროვე ტიპის გარე განათების მონტაჟი;
– მიწისქვეშა კომუნიკაციის მოწესრიგება;
– სანაპირო ზოლის კეთილმოწყობა;
– შშმ პირებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურის მოწყობა.

აღნიშნული სამუშაოები 4 მლნ ლარზე მეტით ფინანსდება.

ამასთან, მთავრობის ცნობით, სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის პარალელურად, მიმდინარეობს რუსთაველის და აღმაშენებლის ქუჩების გადასასვლელების და მიმდებარე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება/მოწყობა. პროექტი ითვალისწინებს მიწისქვეშა კომუნიკაციის მოწყობას, ტროტუარის, სავალი ნაწილის დეკორატიული ფილებით და ბორდიურებით მოპირკეთებას. ადგილზე მოეწყობა მწვანე ზოლი, გარე განათების სისტემა. ტერიტორიაზე განთავსდება სკამები, ფანჩატური, საბავშვო ატრაქციონები.