მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აჭარა ტექსტილის" თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდგინდათ - საწარმო დროებით დაიხურა

5f6c4b6ca9258
ინგა მურუსიძე
24.09.20 11:40
1907
ქობულეთში საწარმო „აჭარა ტექსტილი“ დროებით დახურულია. როგორც bm.ge-ს სამკერვალო ფაბრიკის დირექტორმა, გია ლომინაძემ უთხრა, ამ დროისთვის ქარხანა დროებით ისვენებს, იქამდე, ვიდრე კორონავირუსზე თანამშრომლებისთვის აღებულ ნიმუშებზე პასუხებს არ მიიღებენ.

„ქარხანა დროებით ისვენებს, დაინფიცირებული ადამიანების ნაწილი თვითიზოლაციაშია, 1 - კარანტინშია და 1 - საავადმყოფოში. ყველა მათგანს ვირუსი აქვს უსიმპტომოდ. ჯერჯერობით ველოდებით სხვა თანამშრომლების ტესტების პასუხებს, ხოლო შემდეგ დაველოდებით ეპიდემილოგების რეკომენდაციებს. შესაძლოა საჭირო იყოს ტესტირებების მეორედ ჩატარებაც და ამის შემდეგ გადავწყვეტთ, საწარმო ამუშავდება თუ არა“, - ამბობს გია ლომინაძე.

მისივე ინფორმაციით, საწარმოში, სადაც ვირუსი დაფიქსირდა, 1200 თანამშრომელი მუშაობს და ტესტი ყველა მათგანს ჩაუტარდა.

„თანამშრომლები მუდმივად კონტროლდებიან, ტარდება თერმოსკრინინგი, საწარმოს დეზინფექცია. დადასტურებელ შემთხვევში, მოქალაქეებს არ ჰქონდათ სიმპტომები. ვირუსი დაუდგინდა ჩვენს ერთ თანამშრომელს და ამის შემდეგ ყველას ავუღეთ ტესტები, რის შემდეგაც 5 მათგანს გამოუვლინდა კორონავირუსი“, - აღნიშნა საწარმოს დირექტორმა.