მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქობულეთში სპეციალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება

5e92c5a14f54c
BM.GE
12.04.20 11:34
1184
პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ირაკლი ჩიქოვანის განხადებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება დააწესოს სპეციალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ქობულეთის მუნიციპალიტეტის ცალკეულ ადმინისტრაციულ ერთეულებში. ესენია - მუხაესტატე, ლეღვა და წყავრუკა.

"რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ამ შემთვევაში იყო საკმაოდ ფართე წრე კონტაქტების და შესაბამისად, გვიწევს სპეციალურ ღონისძიებებს მივმართოთ.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში – გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავრუკაში შემოდის სპეციალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება.

გარდა იმ მეზღუდვებისა, რაც დადგენილია საგანგებო მდგომარეობით, ამ ადმინისტრაციულ ერთეულებში აკრძალულია შესვლა და გამოსვლა. ადგილზე ამ რეჟიმის აღსრულებას უზრუნველყოფენ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის ძალები“,- განაცხადა ჩიქოვანმა.

12 აპრილის მდგომარეობით, მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ასევე დაწესებულია ლენტეხში, ბოლნისსა და მარნეულში.

დღეისთვის საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 10-ით გაიზარდა და ის 252-ს შეადგენს. 

ვებგვერდ stopcov.ge-ის მონაცემებით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 60-ს შეადგენს. უცვლელია გარდაცვლილთა რაოდენობა და ის სამს შეადგენს.