მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქობულია: კომერციულად როგორ უნდა იმუშაოს წყალტუბოში 22-მა სასტუმრომ, ეს არ ჩანს

5dc2cfaed8a1b
შოთა ტყეშელაშვილი
06.11.19 18:02
4113
ყოფილი ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია ფიქრობს, რომ დღეს არ არსებობს კომერციული დასაბუთება იმის შესახებ თუ რატომ უნდა იმუშავოს სრული დატვირთვით წყალტუბოში მდებარე სანატორიუმებმა, რომელთა შესყიდვასაც ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი გეგმავს.

ქობულიას განცხადებით, თუ საბჭოთა კავშირის პერიოდში ეს სანატორიუმები და აბანოები ცენტრალური ბიუჯეტის დოტაციაზე იყო მიმაგრებული და მათთვის სტუმრების მუდმივ ნაკადს სპეციალური "საგზურები" ქმნიდა, დღეს ამგვარი რამ არ არსებობს.

"თუ ჩვენ მოვაგვარებთ იქ ინფრასტრუქტურას, თუმცა სანამ ჩავატარებთ მოდერნიზებას, იქამდე გამოკითხვა მაინც უნდა ჩავატაროთ - დაინტერესდება თუ არა ინვესტორი ასეთი კომპლექსით. დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს ეს ყველაფერი, თუ როგორ უნდა დაიტვირთოს ვიზიტორებით ეს ინფრასტრუქტურა. საბჭოთა კავშირის დროს რომ ფულს არ ითვლიდნენ, იმიტომაც გაკოტრდა და გაქრა ეს ქვეყანა. საბჭოთა კავშირის დროს წყალტუბოში ეს ფული მოდიოდა რუსეთიდან და პრაქტიკულად, შეკრული სისტემა იყო და თავად აგზავნიდა საგზურებით დამსვენებლებს, მაგრამ ეს 22 სასტუმრო არ იყო კომერციული და როგორ უნდა იმუშაოს დღეს კომერციულად ამ 22-მა სასტუმრომ, არ ჩანს", - განაცხადა გიორგი ქობულიამ tv "პირველის" ეთერში "დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში" სტუმრობისას.